Crystalbet ეროვნული ლიგა, გაგრა, იბერია 1999, ბოლნისის სიონი, ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

გაგრამ და სიონმა მოიგეს - ტორპედომ უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 34 ტურის ერთდროულად 2 შეხვედრა გაიმართა და ორივე მოულოდნელი შედეგით დასრულდა. ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქუთაისის „ტორპედო“, რომელიც სამეულში მოსახვედრად იბრძვის, აუთსაიდერ „გაგრას“ დაუხვდა და სენსაციურად, მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.

გაგრელებმა გამარჯვების გოლი 65-ე წუთზე გაიტანეს. საჯარიმოსთან ბრწყინვალედ გათამაშებული ბურთი გოლად თეიმურაზ შონიამ აქცია.

საგულისხმოა, რომ პირველ ტაიმში, 41-ე წუთზე „ტორპედოს“ დაწინაურება შეეძლო, რის შემდეგაც დიდი ალბათობით თამაში სხვა სცენარით წარიმართებოდა, თუმცა სტუმართა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი მათე ცინცაძემ ვერ გამოიყენა. ამ ეპიზოდში ბრწყინვალე იყო „გაგრას“ მეკარე, ოლეკსანდრ ვორობეი, რომელმაც ცინცაძის ძლიერი დარტყმა მოიგერია.

34 ტურის შემდეგ „ტორპედო“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 50 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება და მესამეადგილოსან „სამგურალს“, რომელსაც თავისი მატჩი ჯერ კიდევ გასამართი აქვს, 3 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება „გაგრას“, გაგა კირკიტაძის გუნდი 36 ქულით მე-7 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს.

დღის მეორე მატჩი ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე შედგა. სატურნირო ცხრილის კიდევ ერთი აუთსაიდერი, „სიონი“ „საბურთალოს“ დაუხვდა და მოულოდნელად, მინიმალური სხვაობით, 0:1 გაიმარჯვა.

თბილისელთა კარში ერთადერთი გოლი 77-ე წუთზე ლუკა ჩაგანავამ გაიტანა და საკუთარი გუნდის უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო.

ბოლნისელები 34 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 33 ქულით მე-9 ადგილს იკავებენ და მეშვიდეადგილოსან „გაგრას“ 3 ქულით ჩამორჩებიან. „საბურთალო“ კი 44 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გეგუჩაძეს შევხვდი და მითხრა, რომ...“ - კუპატაძე ბათუმის დინამოს დატოვების გარემოებებს იხსენებს
„გეგუჩაძეს შევხვდი და მითხრა, რომ...“ - კუპატაძე ბათუმის დინამოს დატოვების გარემოებებს იხსენებს