გარეთ ბეილი
Aa
Aa

მწვრთნელის გადაწყვეტილებით - ბეილს გოლფის თამაში აეკრძალა

როგორც წესი, ფეხბურთის თამაშის დასრულების შემდეგ, განტვირთვის მისაღებად გარეთ ბეილისთვის გოლფის თამაში ყველაზე სასიამოვნო გზაა, მაგრამ უელსელ ვარსკვლავს კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე საყვარელი ჰობისგან თავის შეკავება მოუწევს.

უელსის ნაკრების მწვრთნელს სურს, რომ თითოეულმა ფეხბურთელმა კონცენტრაცია მუნდიალზე მოახდინოს, რადგან უელსი მსოფლიო ჩემპიონატზე 64 წლის შემდეგ, პირველად გავიდა.

შეგახსენებთ, რომ გოლფის თამაშის გამო, ბეილს მადრიდის „რეალში“ პრობლემები შეექმნა. მეტიც, მას ტრიბუნებიდან არაერთხელ დაუსტვინეს. ამის მიზეზი კი გოლფის გადამეტებული სიყვარული გახდა.

„დიახ, გოლფი გამოირიცხა. ჩვენ მხოლოდ ფეხბურთზე უნდა ვიფიქროთ. წარსულში, ამაზე უარს არ ვამბობდი და ფეხბურთელებს თამაშს არ ვუშლიდი. მეტიც, მეც ვიღებდი მონაწილეობას, მაგრამ ახლა ისტორიული მომენტის წინაშე ვდგავართ და კონცენტრაცია მხოლოდ მუნდიალზე უნდა მოვახდინოთ.“ - განაცხადა უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობ ფეიჯმა

შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილი ახლა MLS-ში თამაშობს და „ლოს ანჯელესის“ ღირსებას იცავს. ახალ კლუბთან ერთად, უელსელი შემტევი ქვეყნის ჩემპიონი გახდა. მეტიც, მან ფინალში გოლიც გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრუნო პეტრის პოკერი - საქართველომ ავსტრია დაამარცხა
ბრუნო პეტრის პოკერი - საქართველომ ავსტრია დაამარცხა