ჟერარდ პიკე
Aa
Aa

პიკემ მსაჯს აგინა - რა წერია არბიტრის ოფიციალურ ოქმში

ლა ლიგის მე-14 ტურში „ბარსელონამ“ პამპლონაში „ოსასუნასთან“ ურთულეს შეხვედრაში 10 კაცით 2:1 მოიგო და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

მატჩი საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა. თავდაპირველად მასპინძლებს ძალიან საკამათო სიტუაციაში გოლი ჩაუთვალეს, რამაც მოედანზე ვითარება თავიდანვე დაძაბა. შემდეგ კი მოედნიდან რობერტ ლევანდოვსკი გააძევეს.

საბოლოოდ, კაცნაკლულმა „ბარსამ“ შეხვედრა მაინც მოიგო, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ყველაზე საინტერესო მაინც მოედნის მიღმა მყოფი პიკეს ეპიზოდი გახდა, რომელმაც სათადარიგო სკამიდან ნერვები ვერ მოთოკა და შეხვედრის მთავარ არბიტრს ხესუს ხილ მანსანოს ტაიმის დასრულების შემდეგ, რამდენიმე „თბილი სიტყვით“ მიმართა, რის შემდეგაც ხერარდმა წითელი ბარათი მიიღო.

ესპანური Sport-ი ამ ინციდენტის შესახებ წერს:

„ჟერარდი გაძევებულ იქნა, რადგან პირველი ტაიმის შემდეგ, გვირაბში არბიტრს შეურაცხყოა მიაყენა.

„დაინახე კუთხურის დროს რა მოხდა? შენ ხარ მსაჯი, რომელმაც ყველაზე მეტჯერ დაგვაზარალა". - ამ სიტყვებს მსაჯმა პიკეს ყვითელი ბარათი უჩვენა, თუმცა ის მაინც არ გაჩერებულა.

„ეს სირცხვილია, წადი შენი ბო*ის შვილო!"

- წერია არბიტრის ოფიციალურ ოქმში.

მსგავსი ქმედების გამო, წესების თანახმად პიკეს მინიმუმ 5-6-მატჩიანი დისკვალიფიკაცია უნდა მიეღო, თუმცა ეს მის კარიერაში ბოლო მატჩი იყო და ესპანელს საერთოდ არ ადარდებდა, თუ რა მოჰყვებოდა მის სიტყვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დადებითი ნიშნები შეინიშნება“ - კვარამ შესაძლოა უდინეზესთან ითამაშოს
„დადებითი ნიშნები შეინიშნება“ - კვარამ შესაძლოა უდინეზესთან ითამაშოს