პეტრ ჩეხი
Aa
Aa

ახალი გამოწვევა - პეტრ ჩეხი ჰოკეის კლუბში იასპარეზებს

ლონდონის „არსენალისა“ და „ჩელსის“ ლეგენდარული ჩეხი გოლკიპერი პეტრ ჩეხი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ძალებს არც მეტი არც ნაკლები ჰოკეიში სინჯავს.

40 წლის ჩეხმა კონტრაქტი ინგლისურ „ჩელმსფორდ ჩუვტეინსთან“ გააფორმა, რომელიც ინგლისის ჩემპიონატის მესამე დივიზიონში გამოდის.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ჩეხი მეკარე ჰოკეიში 2019 წლიდან „გილფორდ ფენიქსთან“ ასპარეზობდა.

ინფორმაციას ჰოკეის კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს და მეკარის კომენტარს გვთავაზობს.

„ახალი გამოწვევების მოლოდინში ვარ. მაქვს სურვილი ახალ კლუბს მაღალი მიზნებისთვის დავეხმარო.“ - განაცხადა ჩეხმა

ლონდონის „ჩელსის“ რიგებში ჩეხმა მეკარემ 494 შეხვედრა გამართა და კლუბთან ერთად პრემიერ ლიგა ოთხჯერ მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ერთხელ გახდა. „არსენალის“ რიგებში კი პეტრმა 139 შეხვედრა ჩაატარა, სადაც ინგლისის თასი ერთხელ მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კატარში, საცხოვრებლებიდან ათასობით დაქირავებული მუშა იძულებით გაყარეს | 2 კვირა მუნდიალამდე
კატარში, საცხოვრებლებიდან ათასობით დაქირავებული მუშა იძულებით გაყარეს | 2 კვირა მუნდიალამდე