ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Tuttomercatoweb: “კვარაცხელია სულ სხვა კატეგორიიდანაა“

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლიმ“ „სასუოლოს“ უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის, რომელმაც გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მატჩის დასრულების შემდეგ, იტალიურმა გავლენიანმა გამოცემა Tuttomercatoweb.com-მა „ნაპოლის“ ყველა ფეხბურთელი შეაფასა და რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც ხვიჩა კვარაცხელია გახდა.

რას წერს Tuttomercatoweb.com?

„კვარაცხელია სულ სხვა კატეგორიიდანაა. როდესაც პატივს მიაგებთ მარადონას, გაიხსენეთ, რომ ეს ბიჭი ცოტათი დიეგოს მიმსგავსებულად თამაშობს. ორი საგოლე გადაცემა.. აქედან ერთი შემთხვევით, ხოლო მეორე სენსაციური! ამის შემდეგ, ბურთის ელეგანტური კონტროლი და დარტყმა კარში.

იმისათვის, რომ გაიგოთ, თუ როგორი მნიშვნელოვანი გახდა კვარაცხელია გულშემატკივრებისთვის, კარგად მოუსმინეთ მათ ოვაციებს, როდესაც ხვიჩა მცირე დაზიანების შემდეგ მოედანზე დაბრუნდა.“

შეგახსენებთ, რომ ნეაპოლურმა კლუბმა ყველა ტურნირზე ერთად მე-13 მატჩი მოიგო. სერია ა-ში კი სპალეტის გუნდი 32 ქულით ლიდერობს. შემდეგ ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ატალანტას“ დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 5 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

ხვიჩას ყველა მომენტი "სასუოლოსთან"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: “ხვიჩა არის ბრწყინვალე, მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია“
სპალეტი: “ხვიჩა არის ბრწყინვალე, მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია“