Crystalbet ეროვნული ლიგა, გაგრა, თელავი
Aa
Aa

თელავის მძიმე გამარჯვება და მნიშვნელოვანი 3 ქულა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 31-ე ტური თელავში, „კავკასიონ არენაზე“ დასრულდა. გია ცეცაძის გაწვრთნილი „თელავი“ „გაგრას“ დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით - 1:0 დაამარცხა.

მატჩი სტუმრებისთვის მძიმედ დაიწყო. მე-5 წუთზე, კიკაჩეიშვილმა მეტოქეზე უხეშობის გამო, ვარ-ზე გადამოწმების შემდეგ მოედნიდან ვასილ ხოსიტაშვილი გააძევა და გაგრელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ.

რიცხობრივი უპირატესობით „თელავმა“ მალევე ისარგებლა და მე-18 წუთზე ილია ბერიაშვილმა, რომელმაც გიორგი კვერნაძის პასი ზუსტად გამოიყენა, გამარჯვების გოლი გაიტანა.

გიორგი ცეცაძის გუნდმა უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა და გასავარდნ ზონას უკვე 4 ქულით დააღწია თავი. „თელავი“ 31 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 34 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება და მერვეადგილოსან „სიონს“ 4 ქულით უსწრებს, „გაგრა“ კი 29 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დრამატული მატჩი გორში - თბილისის დინამოს მნიშვნელოვანი გამარჯვება
დრამატული მატჩი გორში - თბილისის დინამოს მნიშვნელოვანი გამარჯვება