კრიშტიანუ რონალდუ, ანტონიო კასანო
Aa
Aa

კასანო რონალდუზე: საჭიროა საკუთარი თავის პატივისცემა და ღირსება, რომ თქვა “დასრულებულია“

„რეალისა“ და „რომას“ ყოფილმა ფორვარდმა ანტონიო კასანომ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და პორტუგალიელი ამჯერადაც გააკრიტიკა.

„საჭიროა საკუთარი თავის პატივისცემა და ღირსება, რომ თქვა „დასრულებულია“. მისი აგენტი და მისი გარემოცვა რონალდუს წარმოადგენენ, როგორც საუკეთესოს, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ის 3-4 წელია ამ დონეზე არ იმყოფება. ათასი გზით გააგრძელებს გოლის გატანას, მაგრამ როცა საქმე მინდორზე გადაადგილებას ეხება, ის ამას ვეღარ უმკლავდება.

მას საკუთარი თავისთვის გასულ ზაფხულს უნდა ეთქვა: „კარგი, მე მივდივარ სპორტინგში, ვითამაშებ მსოფლიო ჩემპიონატზე და გემშვიდობებით”. ახლა იგი სამაგიეროდ, პრობლემებს უქმნის მანჩესტერ იუნაიტედს, გუნდს, რომელთანაც ისტორია დაწერა.

მერე კი ისეთ სპექტაკლებს აწყობს - ისეთს, როგორის მოწყობაც მე შემეძლო! მთელი მსოფლიოს ყურადღება მასზეა მიპყრობილი და ის ამას აკეთებს.

მას სჭირდება, რომ წავიდეს ამერიკაში, ჩინეთში, დუბაიში. ის ვეღარ ერგება დღევანდელ ფეხბურთს. მის ათლეტურობას თითქმის არაფერი აქვს შემორჩენილი. მან უნდა აწიოს ხელი და თქვას „საკმარისია". და მე მას ამის გამო ტაშს დავუკრავ“,

- განაცხადა კასანომ Bobo TV-ს ეთერში.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“ფეხს დავუდებ და წავაქცევ“ - მოურინიო კვარაცხელიაზე
“ფეხს დავუდებ და წავაქცევ“ - მოურინიო კვარაცხელიაზე