კლოპი კოუტინიოზე: "ის არ გაიყიდება"!
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა დღეს დილით სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, რომელიც skysprorts-მა გაავრცელა.
გერმანელმა სპეციალისტმა ფილიპე კოუტინიოსა და მის მომავალზე ისაუბრა.
"ეს საინტერესო საკითხია, თუმცა ჩემი პასუხი უკვე იცით. ფილი არ იყიდება! ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
მას შესანიშნავი ფიზიკური მონაცემები აქვს, მოედანზე კარგად გადაადგილდება და სასარგებლოა, როგორც შეტევაში, ასევე დაცვითი ოპერაციებისასაც.
მეორე მხრივ, განვითარება აუცილებლად სჭირდება და საამისოდ კიდევ ბევრი უნდა იმუშაოს". - განაცხადა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ დიდი ხანია კოუტინიოს შეძენა "ბარსელონას" უნდა და არიან სხვა მსურველი გუნდებიც, თუმცა "ლივერპულს" აშკარად დიდი გეგმები აქვს და ბრაზილიელის "ენფილდიდან" წასვლა ახლა ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია.