ბარსელონა, ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

ჩავი: “შესაძლოა გუნდიდან გამიშვან“

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი აცხადებს, რომ ზაფხულის ძვირადღირებული სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ, თუ კლუბმა ამ სეზონში ტიტული ვერ მოიგო, შესაძლოა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლონ.

ზაფხულში, ჩავი ერნანდესმა და „ბლაუგრანამ“ ტრანსფერებში დაახლოებით 150 მილიონი ევრო დახარჯა და გუნდში რობერტ ლევანდოვსკი, ჟიულ კუნდე, ანდრეას კრისტენსენი, ფრენკ კესი და რაფინია მივიდნენ. ახალმა ფეხბურთელებმა მოლოდინი მეტად გაამძაფრეს.

მიუხედავად ამისა, კატალონიურმა გრანდმა იმედები ვერ გაამართლა. ჩავი ერნანდესის შეგირდები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენასთან ძალიან ახლოს არიან, ხოლო გასულ კვირას მადრიდის „რეალთან“ დამარცხდნენ.

ესპანურ მედიასთან საუბრისას, ჩავი ერნანდესმა განაცხადა:

„კლუბისა და შემადგენლობის ძალისხმევით ტიტულებისთვის აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ. თუ ჩვენ ვერაფერს მოვიგებთ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იქნება ცვლილებები და ეს პირველ რიგში მე შემეხება. თუ ვერაფერს მოვიგებთ, „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება, მაგრამ წარმატებისთვის მე ყველაფერს გავაკეთებ.

სეზონი კარგად დავიწყე, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზე ვერ არის. მე არაფერი მაშინებს და ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევ. ლა ლიგის ლიდერთან ჩამორჩენა მხოლოდ 3 ქულაა. მუშაობა არ უნდა შევწყვიტოთ და გამუდმებით გაუმჯობესებაზე ვიფიქროთ. ასე წარმატებას ნამდვილად მივაღწევთ.“

შეგახსენებთ, რომ 9 ტურის შემდეგ, „ბარსელონას“ 7 მოგება, 1 წაგება და 1 ფრე დაუგროვდა. აქედან გამომდინარე, „ბლაუგრანას“ 22 ქულა აქვს და ლიდერ მადრიდის „რეალს“ 3 ქულით ჩამორჩება. გასულ ტურში, „ბარსელონა“ „რეალს“ ესტუმრა და 1:3 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამაშენი რომ გხედავდეს რად იქეცი, გაგიჟდებოდა“ - ფერგიუსონი ხაბიბს
„მამაშენი რომ გხედავდეს რად იქეცი, გაგიჟდებოდა“ - ფერგიუსონი ხაბიბს