ხვიჩა კვარაცხელია, ფაბრიციო რავანელი, ფრანჩესკო რეპიჩე, მარკო ტარდელი
Aa
Aa

„ჯორჯ ბესტს მაგონებს“ - რავანელიმ ხვიჩაზე ისაუბრა

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფაბრიციო რავანელიმ გადაცემა Pressing-ში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

„მოქმედებები მოედანზე, გადაადგილებები და მეორე სართულზე თამაში, გულწრფელად ვამბობ, ის მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას მაგონებს: ჯორჯ ბესტს ვგულისხმობ, მისი დრიბლინგები, მოძრაობები... მათი თამაშის სტილი მსგავსია“.

საინტერესოა, რომ კვარაცხელია ჯორჯ ბესტს ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა მარკო ტარდელიმაც შეადარა. გასული თვის დასაწყისში 1982 წლის მუნდიალის გამარჯვებულმა ქართველზე თქვა:

,,არასდროს მინახავს ასეთი სრულყოფილი, შეუპოვარი და თავდაჯერებული ,,ნაპოლი''. კვარაცხელია მახსენებს უდიდეს ფეხბურთელს ჩრდილოეთ ირლანდიიდან. მის სახელს არ დავწერ. რადგან შესაძლოა, გიჟი გეგონოთ. ამიტომ, მოვიცდი''.

ჯორჯ ბესტთან პარალელი „რაი სპორტის“ კომენტატორმა ფრანჩესკო რეპიჩემაც გაავლო:

„ვიცი, რომ როდესაც მას მარადონას ვადარებდი, შესაძლოა ოდნავ გადაჭარბებული იყო, მაგრამ ეს გულიდან მოდიოდა... ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც ამას არ ეთანხმებოდა, ამაზე არაერთი ღამე ვფიქრობდი. მე ვხედავ ბიჭს, 77 ნომერს, რომელსაც წინდები ჩაწეული აქვს და თმა აქვს ოდნავ ჩამოშლილი. ყოველ ჯერზე, როდესაც მას ვუყურებ, უფრო მეტს ვფიქრობ „ბელფასტის ბიჭზე“ (ასე ეძახდნენ ჯორჯ ბესტს)... ჩემთვის ის არ არის ნორმალური მოთამაშე, ის რაღაც სხვაა...“

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველა ტურში ითამაშა, 10 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი შეაგდო, 3 საგოლე პასი შეასრულა და 2 პენალტი გამოიმუშავა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 4 მატჩში 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით დაეხმარა გუნდს. გარდა ამისა, „რეინჯერსთან“ პენალტი მოიპოვა. 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ზივზივაძე მეორე გუნდში რჩება - მწვრთნელმა და დირექტორმა კლუბი დატოვეს
ზივზივაძე მეორე გუნდში რჩება - მწვრთნელმა და დირექტორმა კლუბი დატოვეს