სტალე სოლბაკენი
Aa
Aa

„რთული გახსნითი მატჩები გველის, დასვენებულ საქართველოს შევხვდებით“ - სტოლე სოლბაკენი

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფის კალენდარი ცნობილია. ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტი, ნორვეგიის ნაკრები პირველ შეხვედრას 25 მარტს, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს, შემდეგ კი საქართველოსთან მატჩი ელის. ამ ფაქტს ნორვეგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სტოლე სოლბაკენი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის გუნდს მარტივი სტარტი არ ექნება.

„ძნელი გახსნითი მატჩები გვექნება, როგორც მოგზაურობის, ისე შეხვედრების სირთულის მხრივ. საქართველოს პირველი მატჩი ჩვენთან ექნება, რაც ნიშნავს, რომ დასვენებულები იქნებიან და ჩვენთან დაპირისპირებას დაელოდებიან“.

შეგახსენებთ, რომ სოლბაკენმა ჩვენს ნაკრებზე წილისყრის შემდეგაც ისაუბრა და განაცხადა: „საქართველომ ბოლო დროს ძალიან კარგი თამაშები ჩაატარა, შოტლანდიის შესაძლებლობებს ძალიან კარგად ვიცნობთ. ესპანეთი ფავორიტია, თუმცა ვფიქრობ, რომ ქულების მოპოვება ნებისმიერ გუნდს ნებისმიერ მატჩში შეუძლია და ეს შესაძლებელია იყოს, როგორც უპირატესობა, ასევე მინუსი. ყველაზე მთავარი ისაა, რომ B და C ჯგუფში არ მოვხვდით“.

ცნობისთვის, ევროშესარჩევის ყველა მატჩი 2023 წელს გაიმართება. საქართველოს ნაკრების კალენდარი:

28 მარტი, საქართველო - ნორვეგია

17 ივნისი, კვიპროსი - საქართველო

20 ივნისი, შოტლანდია - საქართველო

8 სექტემბერი, საქართველო - ესპანეთი

11 სექტემბერი, ნორვეგია - საქართველო

15 ოქტომბერი, საქართველო - კვიპროსი

16 ნოემბერი, საქართველო - შოტლანდია

19 ნოემბერი, ესპანეთი - საქართველო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბრწყინვალე მეკარე მომატების პოტენციალით“ - რას წერს ესპანური გამოცემა მამარდაზე
„ბრწყინვალე მეკარე მომატების პოტენციალით“ - რას წერს ესპანური გამოცემა მამარდაზე