საზონოვი და ლაციო? - ამ თემაზე იგლი ტარე რუსულ მედიას ესაუბრა
რუსული მედიის ინფორმაციით, რომის „ლაციოს“ ინტერესთა არეალში მოსკოვის „დინამოსა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალური მცველი საბა საზონოვი მოექცა, თუმცა ტრანსფერი სერია ა-ში ლეგიონერებზე დაწესებულმა ლიმიტმა შეაფერხა, თუმცა „ლაციოს“ სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ განაცხადა, რომ კლუბი საზონოვით დაინტერესებული არაა.
ალბანელმა ფუნქციონერმა Sport Express-თან ინტერვიუში განაცხადა: „ჩვენ უამრავი ჩემპიონატის ბევრ მოთამაშეს ვაკვირდებით. ვართ თუ არა საზონოვით დაინტერესებული? არა“.
საზონოვი სანქტ-პეტერბურგშია დაბადებული, „ზენიტის“ ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა, 2021 წლიდან მოსკოვის „დინამოს“ ფეხბურთელია და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის ინფორმაციით, საზონოვის სატრანსფერო თანხა 1 მილიონი ევროა.
მიმდინარე სეზონში საბა საზონოვმა რუსეთის პრემიერ ლიგაში 10 მატჩი ჩაატარა, რუსეთის თასზე კი ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, გასულ თვეში საბა საზონოვმა არჩევანი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ გააკეთა და 21-წლამდე ნაკრების რიგებში ორი მატჩი ჩაატარა.
ფოტო: Nakrebi.ge