ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი, მასიმო კარერა
Aa
Aa

„შეუძლია, მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდეს“ - კარერა და სიომინი კვარაზე

იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმო კარერამ და რუსმა სპეციალისტმა, იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრეს. კარერამ განაცხადა, რომ „კვარას“ შეუძლია, მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდეს, სიომინმა კი დასძინა, რომ მას ფეხბურთი ძალიან უყვარს.

კარერა

„არ ვიცი, კვარაცხელია რუსეთში ისე რატომ ვერ თამაშობდა, როგორც იტალიაში. შესაძლოა, დროსთან ერთად, იგი უფრო გამოცდილი ფეხბურთელი გახდა და აუცილებელი მოტივაცია იპოვა. თუ ასე განაგრძო, შეუძლია, მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდეს. მას ამისთვის საჭირო ყველა თვისება აქვს და უკვე დაამტკიცა, რომ ტოპ დონის ფეხბურთელია“.

სიომინი

„ხვიჩამ კიდევ ერთხელ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ნაპოლისთან ადაპტაცია გავლილი აქვს. იგი გუნდზე თამაშობს, გუნდი კი მას ბოლომდე ენდობა. იგი თავისი საუკეთესო თვისებების რეალიზაციას პრაქტიკულად ყველა შეხვედრაში ახდენს. მას გუნდში უკვე დიდი როლი აქვს და იმედი მაქვს, მომავალშიც იკაშკაშებს, რადგან ამ ბიჭს ფეხბურთი ძალიან უყვარს“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 11 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველმა ფეხბურთელმა ბოლოს სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსის“ წინააღმდეგ ითამაშა და თავი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრემონეზეს სპორტული დირექტორი: „ხვიჩას შესაჩერებლად განსაკუთრებული გალია დაგვჭირდება“
კრემონეზეს სპორტული დირექტორი: „ხვიჩას შესაჩერებლად განსაკუთრებული გალია დაგვჭირდება“