ხვიჩა კვარაცხელია, დიეგო მილიტო
Aa
Aa

ვის შეუძლია მწვერვალს მიაღწიოს - დიეგო მილიტოს რჩეულთა შორის ხვიჩაცაა

„ინტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, დიეგო მილიტომ La Gazzetta dello Sport-ს ინტერვიუ მისცა და თანამედროვე თავდამსხმელებზე ისაუბრა. მილიტოს კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდს შორის არჩევანის გაკეთება სთხოვეს და არგენტინელმა ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა.

„რთულია იმის თქმა საუკეთესო ვინაა, რადგან მბაპე და ჰოლანდი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. ისინი უნიკალური მოთამაშეები არიან. მბაპე პანტერის ფეთქებადობით გამოირჩევა და ბრაზილიელ რონალდოს ჰგავს, რომელიც ჩემი აზრით, მესის შემდეგ ყველა დროის საუკეთესოა.

ჰოლანდს რაც შეეხება, იგი ფიზიკურად ძალიან ძლიერი და გამორჩეულია, თუმცა ვიერი და პალერმოც მისნაირად ძლიერები იყვნენ. სიმართლე გითხრათ, მაღალი დონის თავდამსხმელებს სხვა ქვეყნებშიც ვხედავ. იტალიაში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ, საფეხბურთო მწვერვალს მიაღწიონ. ასეთი ინტერში ლაუტაროა, მილანში - ლეაუ, იუვენტუსში - ვლაჰოვიჩი და ასევე კვარაცხელიაც, რომელიც ნაპოლიში შესანიშნავია“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 11 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველმა ფეხბურთელმა ბოლოს სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსის“ წინააღმდეგ ითამაშა და თავი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტოტენჰემი ინტერესს შეინარჩუნებს, შესაძლოა, ნაბიჯიც გადადგას“ - HITC-ი კვარაზე
„ტოტენჰემი ინტერესს შეინარჩუნებს, შესაძლოა, ნაბიჯიც გადადგას“ - HITC-ი კვარაზე