ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კრემონეზეს სპორტული დირექტორი: „ხვიჩას შესაჩერებლად განსაკუთრებული გალია დაგვჭირდება“

„კრემონეზეს“ სპორტულმა დირექტორმა, სიმონე გაკეტამ „ნაპოლისთან“ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა. ლუკა ლოჩოშვილის გუნდის მმართველმა აღნიშნა, რომ მის ბიჭებს რთული შეხვედრა ელით და მიზნის მისაღწევად მაქსიმუმის გაკეთება მოუწევთ.

„უსარგებლოა უარყოფა, რომ ნაპოლის ყველა კომპონენტში უპირატესობა აქვს. ეს ამსტერდამში გამართული შეხვედრის დროსაც გამოჩნდა. პარტენოპეი თავის ფეხბურთს თამაშობს და ამით სიამოვნებას იღებს. ისინი დომინირებენ და წარმატებას აღწევენ.

გუნდების ხარისხს თუ გავითვალისწინებთ, შედეგის წინასწარმეტყველება არ გაგვიჭირდება და მიზნის მისაღწევად მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. გვინდა, ჩვენი შესაძლებლობები ვაჩვენოთ და სიცოცხლეს მოვუფრთხილდეთ. კრემონეზე ახლად დაწინაურებული გუნდია და რამდენჯერმე კარგად ითამაშა, თუმცა სერია A შეცდომებს არავის პატიობს და მთავარი შედეგია. გალია ხვიჩასთვის? მის შესაჩერებლად განსაკუთრებული გალია დაგვჭირდება(იცინის)“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 11 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველმა ფეხბურთელმა ბოლოს სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსის“ წინააღმდეგ ითამაშა და თავი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიამ გამაოცა“ - მასიმო მორატიმ ხვიჩაზე ისაუბრა
„კვარაცხელიამ გამაოცა“ - მასიმო მორატიმ ხვიჩაზე ისაუბრა