ხვიჩა კვარაცხელია, ანდრეი არშავინი
Aa
Aa

„ნაპოლის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია“ - არშავინმა ხვიჩა შეაქო

„არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ანდრეი არშავინმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. არშავინმა „კვარას“ ასპარეზობაზე „აიაქსთან“ გამართული მატჩის შემდეგ ილაპარაკა, რომელიც „ნაპოლიმ“ 6:1 მოიგო და ქართველმა შემტევმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

„ორი აზრი არაა, რომ ხვიჩა ამ ნაპოლის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, აგვისტოში კი საერთოდ სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. იგი ნეაპოლელთა თამაშს ალამაზებს და გუნდს კარგად მოერგო.

ქართველი ახალგაზრდა ტონუსში იმყოფება და აშკარაა, რომ მარტო გოლები კი არ გააქვს და სტატისტიკის დაფიქსირებაზე კი არ მუშაობს, სიამოვნებასაც იღებს. ხან მეტოქის მოტყუებაზე მიდის, სადღაც კედელს ათამაშებს... ვფიქრობ, ნეაპოლელები ძალიან კმაყოფილი არიან, ასეთი ფეხბურთელი რომ გაიფორმეს“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 3 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 9 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია. ლუჩანო სპალეტის გუნდმა „ლივერპული“, „რეინჯერსი“ და „აიაქსი“ დაამარცხა. მე-4 ტურში „ნაპოლი“ „დიეგო მარადონაზე“ „აიაქსს“ უმასპინძლებს. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ სამ შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი შეასრულა და 1 პენალტი გამოიმუშავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ევროპული ფეხბურთის ახალგაზრდა სენსაცია“ – Fichajes.net-ის სტატია კვარაზე
„ევროპული ფეხბურთის ახალგაზრდა სენსაცია“ – Fichajes.net-ის სტატია კვარაზე