ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ის კარლსონს ჰგავს, დაფრინავს!“ - რუსი კომენტატორი კვარაზე

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ამსტერდამ არენაზე „აიაქსს“ შეხვდა და დამაჯერებლად, დიდი უპირატესობით - 1:6 დაამარცხა.

ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 63 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ხვიჩა თავისი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა შემტევმა ჯერ პირველი ტაიმის მიწურულს, როდესაც ანგარიში 1:1 იყო ჯოვანი დი ლორენცოს გაატანინა, მეორე ნახევარში კი მასპინძლების კარში მე-5 გოლი შეაგდო და ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლის ავტორი გახდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილმა რუსმა კომენტატორმა, ალექსეი ანდრონოვმა სოციალურ ქსელში კვრაცხელიას თამაში შეაფასა და დაწერა, რომ ქართველი ფეხბურთელი მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

რას ამბობს ანდრონოვი:

2022 წელს ვეღარ ვუყურებ ფეხბურთს ისე, როგორც ადრე. აღარ არის ემოცია, დრაივი... და კიდევ მიზეზები...

მაგრამ, რასაც ხვიჩა კვარაცხელია აკეთებს, უბრალოდ შეუძლებელია არ შეამჩნიო და შეაფასო.

მახსოვს, რას და როგორ ამბობდნენ ინგლისელები, როდესაც 90-ანებში მათთან გიორგი ქინქლაძე მივიდა. ისინი ამბობდნენ, რომ მსგავსი რამ აქამდე ნანახი არ ჰქონდათ.

ახლაც ზუსტად იგივეა. კვარადონა - ეს რა თქმა უნდა, ხუმრობაა. მაგრამ რა კარგი ის!

ის კარლსონს ჰგავს, გაფრინდა, ჩვენ კი აქ დავრჩით, გვერდიდან დასაკვირვებლად...

ცნობისთვის, 2005 წლის 23 ნოემბრის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე შეძლო გოლის გატანა. ბოლოს ეს „შალკეში“ ლევან კობიაშვილმა შეძლო, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე პსვ-ს ჰეთ-თრიკი შეუსრულა.

რაც შეეხება ხვიჩას მონაგარს, ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 11-ჯერ ითამაშა, მის ანგარიშზე კი 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ფეხბურთს ხატავს“ - La Gazzetta dello Sport ხვიჩაზე
“ფეხბურთს ხატავს“ - La Gazzetta dello Sport ხვიჩაზე