ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

ჰოლანდის მამა: ერლინგს ყველა ლიგაში თამაში სურს - თითოეულში 3-4 წელი

ერლინგის მამამ ელფ-ინგე ჰოლანდმა პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მის შვილს ყველა ტოპ ჩემპიონატში თამაშის სურვილი აქვს. საუბარია ტოპ 5 ევროპულ ლიგაზე.

„ვფიქრობ, ერლინგს ყველა ჩემპიონატში სურს ძალების მოსინჯვა. თითოეულ ლიგაში ის მაქსიმუმ სამ-ოთხ წელს გაატარებს.

ეს შეიძლება იყოს ორწელიწადნახევარი გერმანიაში, ორწელიწადნახევარი ინგლისში და შემდეგ ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, არა?

ჩვენ არ ვიცით, ასე იქნება თუ არა, მაგრამ მეჩვენება, რომ მას სურს საკუთარი თავის გამოცდა ყველა უმაღლეს ლიგაში“.

- თქვა ალფ-ინგე ჰალანდი დოკუმენტურ ფილმში Haaland: The Big Decision.

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანს „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული.

ჰოლანდი სიტიში

22 წლის ნორვეგიელმა ფორვარდმა „სიტიში“ გადასვლის შემდეგ, ყველა ტურნირზე ჯამში 10 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე უკვე 14 გოლი და 1 საგოლე პასია.

ჰოლანდმა ჩემპიონთა ლიგაზე 21 მატჩში 26 გოლის გატანა შეძლო, რის შემდეგაც ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ის 25-გოლიან ნიშნულს ყველაზე სწრაფად გადასცდა.

მესის ჩემპიონთა ლიგის საწყის 20 შეხვედრაში 8 გოლი ჰქონდა, რონალდუს კი 0.

რონალდუმ 25-გოლიან ნიშნულს 63-ე შეხვედრაში მიაღწია, მესიმ კი 42-ეში. თუ, ჰოლანდი ამ ტემპს შეინარჩუნებს, დიდი შანსია ნორვეგიელმა ტურნირის ყველა დროის რეკორდი დაამყაროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტენ ჰაგი: დარწმუნებული ვარ რონალდუ ყველას გააჩუმებს
ტენ ჰაგი: დარწმუნებული ვარ რონალდუ ყველას გააჩუმებს