მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

“აღელვებული ვარ“ - ტენ ჰაგი მანჩესტერული დერბის წინ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში გულშემატკივრები სუპერ დაპირისპირებას იხილავენ. „მანჩესტერ სიტი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს. შეხვედრის წინ, „წითელი ეშმაკების“ დამრიგებელმა ერიკ ტენ ჰაგმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ტენ ჰაგმა?

„სიტუაცია ასეთია. ჰარი მაგუაერი ტრავმირებულია. კითხვები იყო მარსიალის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მაგრამ მან სრული დატვირთვის ივარჯიშა და ეს ძალიან ბედნიერს მხდის. ასევე, მარკუს რაშფორდმა ვარჯიში განაახლა, რაც შესანიშნავი ამბავია.

ჩემთვის პირველი დერბია და აღელვებული ვარ. მიუხედავად ამისა, მატჩის წინ, საკმაოდ დადებით ემოციებს ვიღებ. გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. სიტუაცია დამშვიდდა და თითოეულმა ფეხბურთელმა იცის, თუ რა უნდა გააკეთოს. დერბის მოგება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.“

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის „მანჩესტერ სიტის“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 17 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება „იუნაიტედს“, „ქალაქელებმა“ ცუდი სტარტის შემდეგ, ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგეს და 12 ქულით მე-6 პოზიციაზე აღზევდნენ, თუმცა ერიკ ტენ ჰაგის გუნდს სხვა კლუბებზე 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ცნობისთვის, აღნიშნული დაპირისპირება 2 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტროსარის ჰეთ-თრიკი - ბრაიტონმა ლივერპულს ქულები წაართვა
ტროსარის ჰეთ-თრიკი - ბრაიტონმა ლივერპულს ქულები წაართვა