მანჩესტერ იუნაიტედი, პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

“ქალაქში დიდი მეტოქეობაა“ - პეპი იუნაიტედთან დერბის წინ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში გულშემატკივრები სუპერ დაპირისპირებას იხილავენ. „მანჩესტერ სიტი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს. შეხვედრის წინ, „ქალაქელთა“ დამრიგებელმა პეპ გუარდიოლამ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა გუარდიოლამ?

„იდეალურად უნდა ვითამაშოთ. ჩვენს მოწინააღმდეგეს ნებისმიერ დროს შეუძლია ჩვენი დასჯა. არ უნდა ვიყოთ ზარმაცები და ყველა იმ ემოციით უნდა ვისიამოვნოთ, რომლებსაც ეს მატჩი მოგვცემს. ფეხბურთელებმა ყველა გადაწყვეტილება დამშვიდებულ გონებაზე უნდა მიიღონ. როდესაც ნერვიულობ, ამის გაკეთება რთულია.

ასეთი დონის მატჩებში ნერვები ყველამ უნდა აკონტროლოს, რათა დამატებითი პრობლემები არ შეიქმნას. სტადიონი მთლიანად სავსე იქნება და გავაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია. წინდახედულები უნდა ვიყოთ და კარგად ვითამაშოთ. ასე გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება.

ვფიქრობ, გულშემატკივრები „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელები ამაყობენ, რადგან ბოლო წლებში უამრავი ერთობლივი სიხარული განიცადეს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს ყველაფერი მოგებულმა ტიტულებმა გამოიწვია. „იუნაიტედს“ ფიზიკურად ძლიერი ნახევარდაცვა და დაცვა ჰყავს. ისინი ყოველთვის ასეთები იყვნენ.

მეტოქეებისგან ყოველთვის საუკეთესოს ველოდები. „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბოლო პერიოდში კარგ ფორმაშია და ეს მათ შედეგებზეც აისახა. ქალაქში დიდი მეტოქეობაა და ვეცდები გავარკვიო, რას აპირებენ ისინი და რისი გაკეთება შეგვიძლია მათ დასამარცხებლად.“

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის „მანჩესტერ სიტის“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 17 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება „იუნაიტედს“, „ქალაქელებმა“ ცუდი სტარტის შემდეგ, ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგეს და 12 ქულით მე-6 პოზიციაზე აღზევდნენ, თუმცა ერიკ ტენ ჰაგის გუნდს სხვა კლუბებზე 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ცნობისთვის, აღნიშნული დაპირისპირება 2 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-ს ინტერესი სერიოზულია - მბაპე და გალტიე ვლაჰოვიჩს ითხოვენ
პსჟ-ს ინტერესი სერიოზულია - მბაპე და გალტიე ვლაჰოვიჩს ითხოვენ