ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, იაგო ერენინი
Aa
Aa

მამარდაშვილს ახალი კონკურენტი ჰყავს - ვალენსიამ გამოცდილი მეკარე დაიმატა

„ვალენსიას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მეტად საინტერესო და უცნაური ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ცნობილი გახდა, „ღამურებში“ გამოცდილი მეკარე იაგო ჰერენინი ჩაირიცხა, რომელიც კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება.

ვიგებთ, რომ 34 წლის კარის დარაჯი ბოლო 2 კვირის განმავლობაში „ვალენსიაში“ ვარჯიშობდა და ხაუმე დომენეკის ტრავმის გამო კლუბმა ეს გადაწყვეტილება მიიღო.

„ვალენსიას“ ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილში ჰერენინი მამარდაშვილთან და რივეროსთან ერთად ყველა აქტივობაში მიიღებს მონაწილეობას.

ცნობისთვის, ესპანელ მეკარეს ლა ლიგაში თამაშის კოლოსალური გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წლებში ის „ნუმანსიაში“, „ბილბაოში“ და „ლეგანესში“ თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სლუცკი: მას საზღვარი არ აქვს, კვარასთვის ფეხბურთი დისნეილენდია
სლუცკი: მას საზღვარი არ აქვს, კვარასთვის ფეხბურთი დისნეილენდია