გიორგი ჩაკვეტაძე, გურამ კაშია
Aa
Aa

კაშია ჩაკვეზე: ძალიან ბევრს შრომობს და ვარჯიშობს, ძველ ფორმას უბრუნდება

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ გიბრალტართან 1:2 გამარჯვების შემდეგ, „კრისტალსპორტთან“ გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ 23 წლის ფეხბურთელი ძველ ფორმას უბრუნდება.

რას ამბობს კაშია:

ჩაკვე ძალიან მონდომებულია, ბევრს ვარჯიშობს და ფეხბურთით ცხოვრობს. მას არ ვიცნობდი აქამდე კარგად. ახლა, როდესაც დავუახლოვდი და ყოველდღიურად ერთად ვართ, ვხედავ, როგორ უყვარს ფეხბურთი. ძალიან ბევრს შრომობს და ვარჯიშობს. იმედია, რომ ტრავმის გარეშე ჩაამთავრებს ამ სეზონს და ბევრ თამაშს ჩაატარებს. შეიძლება ითქვას, რომ უკვე ბრუნდება ძველ ფორმას, რადგან ბევრი კარგი თამაში ჩაატარა ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფურ ეტაპზეც ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია სლოვანში, ამას სლოვაკი გულშემატკივრებიც აღნიშნავენ. ფორმას ნამდვილად იბრუნებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ბრატისლავას „სლოვანს“ მიმდინარე წლის ზაფხულში „გენტიდან“ იჯარის წესით შეუერთდა. „ჩაკვეს“ გარდა სლოვაკურ გუნდში გურამ კაშია და გურამ კანკავაც თამაშობენ, მთავარი მწვრთნელი კი ვლადიმირ ვაისია, რომელიც საქართველოს ნაკრებს 5 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მადლობა კაპიტანს!“ - კობიაშვილი კაშიას მიღწევას ეხმაურება
„მადლობა კაპიტანს!“ - კობიაშვილი კაშიას მიღწევას ეხმაურება