გოგა ბითაძე
Aa
Aa

გოგა 100 პროცენტით მზად ჯერ არაა - ბითაძეს კოჭი კვლავ აწუხებს

30 სექტემბერს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წინასასეზონო ეტაპი იწყება. კალათბურთის ქართველი ქომაგების ყურადღება „მილუოკი ბაქსისკენ“ და „ინდიანა პეისერსისკენაა“ მიპყრობილი, რომელთა ღირსებას სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე იცავენ. „ბაქსი“ პირველ შეხვედრას 2 ოქტომბერს, „მემფისის“ წინააღმდეგ გამართავს, „ინდიანა“ კი 10-ში „შარლოთ ჰორნეთსს“ დაუპირისპირდება.

გოგამ თბილისში გამართულ ევრობასკეტზე კოჭის ტრავმა მიიღო და როგორც თავად განაცხადა, 100 პროცენტით მზად ჯერ არაა. ბითაძის თქმით, იგი თავს კარგად გრძნობს, მაგრამ არის მომენტები, როცა კოჭი აწუხებს და არაკომფორტული შეგრძნება ეუფლება. „პეისერსი“ მის ტრავმას დიდი სიფრთხილით ეკიდება და უახლოეს დღეებში დამატებით ტესტებს ჩაუტარებენ.

„პირადად მე ვთვლი, რომ პარკეტზე ბევრი რაღაცის გაკეთება შემიძლია. ვგრძნობ, რომ მაღალი დონის კალათბურთელი ვარ და ვეცდები, ყოველ საღამოს მზად ვიყო. როცა ჯანმრთელი ვიყავი, ჩემი ქვეყნის ნაკრებში კარგად ვითამაშე და ვფიქრობ, წლეულს მეტი თავისუფლება გვექნება. დაცვაში კარგი მოთამაშე ვარ, ბლოკების განხორციელება შემიძლია და ვნახოთ, რა მოხდება“, - განაცხადა გოგამ.

შეგახსენებთ, რომ 2021-22 წლების რეგულარულ სეზონში ბითაძემ მონაწილეობა 50 შეხვედრაში მიიღო. ქართველი კალათბურთელი საშუალოდ 7 ქულას, 3.5 მოხსნას, 1.1 შედეგიან გადაცემას და 0.8 დაფარებას აგროვებდა. გოგა პარკეტიდან 52 პროცენტით უტევდა, პერიმეტრიდან განხორციელებული 80 სროლიდან კი 23 ჩააგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ისტორიები სუპერგმირების შესახებ" - ბიანჩინი ხვიჩაზე და მინ-ჯაეზე
“ისტორიები სუპერგმირების შესახებ" - ბიანჩინი ხვიჩაზე და მინ-ჯაეზე