გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, დავით ხოჭოლავა, საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

15 მილიონიდან 35 მილიონამდე - ხვიჩას სატრანსფერო ფასი გაიზარდა

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო თანხა „ტრანსფერმარკტმა“ მნიშვნელოვნად გაზარდა და საქართველოსთვის რეკორდულ მაჩვენებელს, 35 მილიონ ევროს მიაღწია.

იტალიაში გადასვლის დროს 21 წლის ქართველი თავდამსხმელის ფასი 15 მილიონი ევრო იყო.

შეგახსენებთ, რომ ამავე ვებგვერდმა „ვალენსიას“ და საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ღირებულებაც ათი მილიონიდან ოც მილიონამდე გაზარდა.მაშინ მამარდაშვილი ქართველ ფეხბურთელებში პირველ ადგილზე დაწინაურდა.

დღევანდელი შეფასების შემდეგ კი მსგავსი შედეგი ქართული ფეხბურთის ისტორიაში არც ერთ მოთამაშეს არ ჰქონია.

საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა ხუთეული ასე გამოიყურება:

ხვიჩა კვარაცხელია -  (ნაპოლი) 35,00 მილიონი ევრო

გიორგი მამარდაშვილი - (ვალენსია) 20,00 მილიონი ევრო

საბა ლობჟანიძე - (ჰატაისპორი) 4,30 მილიონი ევრო

დავით ხოჭოლავა - (კოპენჰაგენი) 3,0 მილიონი ევრო

გიორგი მიქაუტაძე - (მეცი) 2,0 მილიონი ევრო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მადლობა კაპიტანს!“ - კობიაშვილი კაშიას მიღწევას ეხმაურება
„მადლობა კაპიტანს!“ - კობიაშვილი კაშიას მიღწევას ეხმაურება