ინგლისი და საქართველო შესაძლოა ერთ ჯგუფში მოხვდნენ - სამი ლომი B ლიგაში ითამაშებს
Aa
Aa

ინგლისი და საქართველო შესაძლოა ერთ ჯგუფში მოხვდნენ - სამი ლომი B ლიგაში ითამაშებს

გარეთ საუთგეიტის ინგლისის ნაკრები ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებას საშინლად ატარებს. 4 ტურის შემდეგ, „სამ ლომს“ 2 ქულა ჰქონდა და ვითარების გამოსწორება ვერც მე-5 ტურის შეხვედრაში მოახერხა. ინგლისი სტუმრად იტალიას დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

მატჩის ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელის, ჯაკომო რასპადორის ანგარიშზეა. ამ უკანასკნელმა თავი 68-ე წუთზე გამოიჩინა და საუთგეიტის გუნდის კარში ლამაზი ბურთი შეაგდო. მიღებული გოლის შემდეგ, ინგლისი ბევრს ეცადა, მაგრამ წონასწორობის აღდგენა ვერ მოახერხა და ჯგუფურ ეტაპზე მესამედ დამარცხდა..

ამრიგად, 5 ტურის შემდეგ, „სამი ლომი“ ბოლო ადგილზე იმყოფება, 2 ქულა აქვს და დაქვეითებას ვერ გადაურჩება. მესამეადგილოსანი გერმანიის აქტივში 6 ქულაა და ბოლო ტურში რაც არ უნდა მოხდეს, ინგლისი მომდევნო სეზონში B ლიგაში იქნება. ცალკე აღსანიშნავია ის, რომ საუთგეიტის ბიჭებმა 5 თამაშში მხოლოდ 1 გოლი გაიტანეს...

როგორც მოგეხსენებათ, მომდევნო სეზონში ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრები B ლიგაში იასპარეზებს. ასე რომ, არის შანსი, „ჯვაროსნები“ და „სამი ლომი“ ერთ ჯგუფში მოხვდნენ, ყველაფერი წილისყრის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიას შამათი“ - როგორ გამოეხმაურა ჩრდილოეთ მაკედონიური პრესა მარცხს
„კვარაცხელიას შამათი“ - როგორ გამოეხმაურა ჩრდილოეთ მაკედონიური პრესა მარცხს