ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

საფეხბურთო აგენტი: „როცა ხვიჩა იტალიურ კლუბებს შევთავაზე, მკითხეს ის ვინ იყო“

საფეხბურთო აგენტმა, მარტინ პეტრასმა, რომელსაც იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვს, ხვიჩა კვარაცხელიაზე მოკლედ ისაუბრა. პეტრასმა ახლო წარსული გაიხსენა და განაცხადა, რომ „კვარას“ ტრანსფერი იტალიურ კლუბებს შესთავაზა.

„კრისტიანო ჯუნტოლის უცნობი ჩემპიონატების გამოკვლევის არ ეშინია. შეხედეთ კვარაცხელიას. დღეს მასზე ყველა ლაპარაკობს, მაგრამ როცა იტალიაში მისი სახელი ვახსენე და კლუბებს მისი კანდიდატურა შევთავაზე, მათგან ასეთი პასუხი მივიღე: „და ის ვინაა?“

შეგახსენებთ, რომ ახლახან, ხვიჩა საუკეთესო ვუნდერკინდების სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. „ოცნების გუნდში“ ევროპაში მოასპარეზე 23-წლამდე ასაკის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებიც მიმდინარე სეზონში ყველაზე კარგად გამოიყურებიან.

საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება: ანდრიუ (ჟილ ვისენტე), ალფონსო დევისი (ბაიერნი), კელვინ ბასი (აიაქსი), მალო გუსტო (ლიონი), მარკ მაკკენზი (გენკი), ენცო ფერნანდესი (ბენფიკა), ჰიუნსეოკ ჰონგი (გენტი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), ხავი სიმონსი (პსვ), პატრიკ ვოლემარკი (ფეიენოორდი), ერლინგ ჰოლანდი (სიტი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვერ ვხსნი ტოპ კლუბებმა ხელიდან როგორ გაუშვეს“ - იტალიაში კვარაზე ისაუბრეს
„ვერ ვხსნი ტოპ კლუბებმა ხელიდან როგორ გაუშვეს“ - იტალიაში კვარაზე ისაუბრეს