ჯიუ-ჯიცუ, ტომ ჰარდი
Aa
Aa

ტომ ჰარდის უცნობი ნიჭი - მსახიობი ჯიუ-ჯიცუს ტურნირის გამარჯვებულია

ცნობილ ბრიტანელ მსახიობს, ტომ ჰარდის ნიჭი ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუშიც აღმოაჩნდა. რამდენიმე კვირის წინ, ინგლისის Ultimate Championships Oakgrove-ის სკოლაში აღნიშნულ სპორტის სახეობაში ტურნირი ჩატარდა, რომლის გამარჯვებულიც 45 წლის მსახიობი გახდა.

„ვენომის“, „შეშლილი მაქსისა“ და კიდევ სხვა მრავალი ცნობილი ფილმის ვარსკვლავის შესაძლებლობებმა ტურნირის ბევრი მონაწილე შოკში ჩააგდო. მისმა ერთ-ერთმა ოპონენტმა, დენი ეპლბიმ ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ მისი 6-წლიანი კარიერის განმავლობაში ტომზე რთული მეტოქე არ შეხვედრია.

რას ამბობს დენი ეპლბი:

შოკში ვიყავი. შეხვედრის დროს უბრალოდ იმას ვაკეთებდი, რასაც ჩვეულებრივ ყველა ორთაბრძოლის დროს ვაკეთებ.

დაახლოებით 6 ტურნირზე მაქვს მონაწილეობა მიღებული და ყველა შემთხვევაში გამარჯვებული ვიყავი. მაგრამ შემდეგ ტომს შევხვდი და ის ჩემთვის ყველაზე ძლიერი კონკურენტი იყო. ის ნამდვილად ამართლებდა „ბეტმენში“ ბეინის ხასიათს.

ადგილობრივ მედიასთან ჩემპიონატის სპიკერმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მსახიობი განსაკუთრებული თავმდაბლობით გამოირჩეოდა.

ის ყველამ იცნო, მაგრამ ძალიან თავმდაბალი იყო. მასთან, ფოტოების გადასაღებად მისულ ხალხს დროს სიამოვნებით დროს.

ცნობისთვის, ტურნირი, რომელიც გარდიმ მოიგო საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. ორგანიზატორები ტურნირიდან შემოსულ თანხას სამხედროების, ექიმების და ვეტერანების ოჯახებს ურიცხავს. ტომ ჰარდი აღნიშნული კომპანიის ერთ-ერთი რწმუნებულია, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ აქტივობებში.

2011 წელს, მსახიობმა Guardian-თან ინტერვიუს დროს ფილმ „მებრძოლისთვის“ მისი მომზადების რეჟიმი განიხილა. მაშინ ჰარდი აქტიურად ვარჯიშობდა სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნების სახეობებით.

რას ამბობდა მაშინ მსახიობი:

დღეში ორი საათი კრივით ვკავდები, 2-2 საათით მუაი ტაით და ჯიუ-ჯიცუთი, ამას მოჰყვება 2 საათი ქორეოგრაფია და 2 საათი ძალოსნობა. ეს რეჟიმი კვირაში შვიდი დღე, 3 თვის განმავლობაში გრძელდება.

აქვე გეტყვით, რომ 45 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავს ჯიუ-ჯიცუში ლურჯი ქამარიც აქვს აღებული, რაც სპორტის ამ სახეობაში საპატიო მიღწევად ითვლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილია თოფურია: „ჩხუბი შემთხვევით დავიწყე, გაისად ქამრისთვის ვიბრძოლებ“
ილია თოფურია: „ჩხუბი შემთხვევით დავიწყე, გაისად ქამრისთვის ვიბრძოლებ“