ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„უფრო ძლიერი უნდა გახდეს, დიახ, ჩემს თავს მახსენებს“ - ლენტინიმ ხვიჩაზე ისაუბრა

„ტორინოსა“ და „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯანლუიჯი ლენტინიმ Gazzetta dello Sport-ს ინტერვიუ მისცა და „ნაპოლის“ ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

Gazzetta: „მართალია, რომ კვარაცხელია საკუთარ თავს გახსენებთ?“

„დიახ. ვაღიარებ, რომ მასში ვხედავ მახასიათებლებს, რომლებიც ჩემთან ძალიან ახლოსაა“.

Gazzetta: „ელოდებოდით, რომ ჩვენს ფეხბურთზე გავლენას ასე სწრაფად მოახდენდა?“

„სიმართლე გითხრათ, მის შესახებ არაფერი ვიცოდი. მისი თამაში წლეულს ვიხილე და ჩემზე სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა. ნაპოლის კარგად შეეწყო, ბრწყინვალე რაღაცებს აკეთებს და ვფიქრობ, ასე გაგრძელება შეუძლია“.

Gazzetta: „რა არის, რაც უფრო მეტი გინდათ, რომ ხვიჩასგან იხილოთ?“

„ხვიჩას ძლიერი ფეხები აქვს და კარგად დგას, რის გამოც, მასთან გამკლავება რთულია. თანამედროვე ფეხბურთში ათლეტურობა არის კომპონენტი, რომელიც განსხვავებას ქმნის. ტექნიკურობისა და სისწრაფის გარდა, ფიზიკურადაც ძლიერი უნდა იყო და ნამდვილად შესანიშნავი მოთამაშე მხოლოდ ამის შემდეგ იქნები“.

Gazzetta: „არის ასპექტი, რომელშიც მან სწრაფად უნდა მოუმატოს“.

„ყველა ფეხბურთელი ყოველთვის პროგრესის გზაზე უნდა იყოს და რა თქმა უნდა, მანაც იგივე უნდა გააკეთოს. არ ვიცი, კონკრეტულად რაში აქვს მოსამატებელი, მაგრამ იმ კომპონენტებზე უნდა იმუშაოს, რომლებიც გასაუმჯობესებელი აქვს და ეცადოს, უფრო ძლიერი გახდეს, ვიდრე ახლაა“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი თბილისში იმყოფება. 21 წლის შემტევი საქართველოში რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩანიშნული მატჩისთვის მოემზადება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა მის თამაშს ვუყურებ, დაუჯერებელ სიხარულს ვგრძნობ“ - რუბინში ხვიჩაზე ისაუბრეს
„როცა მის თამაშს ვუყურებ, დაუჯერებელ სიხარულს ვგრძნობ“ - რუბინში ხვიჩაზე ისაუბრეს