მილანის წინააღმდეგ ნაპოლის სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სან სიროზე „მილანს“ ესტუმრება.
მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე ნეაპოლური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ სასტარტო თერთმეტეული დაასახელა, სადაც ქართველი ფეხბურთელი კვლავ ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა.
შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება საქართველოს დროით 22:45 საათზე დაიწყება.
 
                             
                                                         
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                        