ლაციო, სერია ა, ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე
Aa
Aa

კრემონეზე ლაციოსთან განადგურდა - ლოჩოშვილმა 1 ტაიმი ითამაშა

იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე საკუთარ მოედანზე „ლაციოს“ დაუპირისპირდა და უშანსოდ, გამანადგურებელი ანგარიშით, 0:4 დამარცხდა.

ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 45 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ლოჩოშვილს რამდენიმე კარგი ეპიზოდი ჰქონდა, თუმცა ერთ-ერთ გოლი მისი აშკარა ბრალეულობით გავიდა.

ანგარიში სტუმრებმა მე-7 წუთზე გახსნეს. „კრემონეზეს“ კარში პრიველი გოლი ჩერო იმობილემ გაიტანა.

21-ე წუთზე იმობილეს აქტიურობის შემდეგ ლოჩოშვილს ბურთი ხელზე მოხვდა, რის გამოც მთავარმა მსაჯმა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ მასპინძლების კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ზუსტად თავად იმობილემ შეასრულა და მატჩში დუბლი გაიფორმა.

ტაიმის მიწურულს რომაელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. თავი ამჯერად სტეფან მილინკოვიჩ-სავიჩმა გამოიჩინა და შეიძლება ითქვას, რომ „ლაციომ“ თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა.

პირველი ნახევრის ბოლო წუთზე ქართველმა მცველმა ფეხზე დაზიანება მიიღო, რომელიც როგორც აღმოჩნდა პრობლემური იყო და ალვინიმ ლუკა მეორე ტაიმის დაწყებისთანავე შეცვალა.

დარჩენილ დროში „ლაციოს“ ვეტერანმა შემტევმა, პედრო როდრიგესმა „კრემონეზეს“ კარში 79-ე წუთზე მე-4 გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

7 ტურის შემდეგ ლუკა ლოჩოშვილის გუნდი სერია A-ს ერთ-ერთი აუთსაიდერია და 2 ქულით, ბოლოსწინა მე-19 ადგილზე იმყოფება. მასიმილიანო ალვინის გუნდს 7 შეხვედრაში 5 წაგება და 2 ფრე აქვს.

კრემონეზე შიდა ჩემპიონატში მომდევნო მატჩს 2 ოქტომბერს, სტუმრად „ლეჩესთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოედნიდან არასდროს გავიყვანდი“ - ენრიკო ფედელე ხვიჩაზე
„მოედნიდან არასდროს გავიყვანდი“ - ენრიკო ფედელე ხვიჩაზე