თბილისის დინამო, ბათუმის დინამო
Aa
Aa

პენალტების სერია და კუტალაძის გმირობა - თბილისის დინამომ ბათუმი დაამარცხა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალში საინტერესო დაპირისპირება გაიმართა. ბათუმის „დინამომ“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და პენალტების სერიაში დამარცხდა.

რეალურად, მთელი მატჩის განმავლობაში შედარებით უკეთესად გია გეგუჩაძის გუნდი თამაშობდა, მაგრამ მომენტების რეალიზაციას ვერ ახერხებდა. თბილისელები პირველ ტაიმში ინერტულები იყვნენ და რამდენჯერმე გაშვებულ გოლს გადარჩნენ.

მეორე ტაიმში, ჭიაბრიშვილის გუნდმა თამაში ოდნავ გამოასწორა, მაგრამ უპირატესობას მაინც ბათუმელები ფლობდნენ. საბოლოო ჯამში, ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები 0:0 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტები დაინიშნა.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მხრიდან თერთმეტმეტრიანები მამუჩაშვილმა, ფალავანდიშვილმა და ჩაბრაძემ შეასრულეს. სამივე პენალტი თბილისის „დინამოს“ მეკარემ ლუკა კუტალაძემ მოიგერია და მატჩის გმირი გახდა. სტუმართა მხრიდან პენალტები ზუსტად ტაბიძემ, კამარამ და მოისწრაფიშვილმა შეასრულეს, ხოლო ერთი თერთმეტმეტრიანი იმრანმა გააფუჭა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“უპრეცედენტო იტალიური ფეხბურთის ისტორიაში“ - EUROSPORT კვარაცხელიაზე
“უპრეცედენტო იტალიური ფეხბურთის ისტორიაში“ - EUROSPORT კვარაცხელიაზე