ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, სპეცია
Aa
Aa

სპალეტი: “ხვიჩამ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი შექმნა“

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლიმ“ „სპეციას“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი შეხვედრის 89-ე წუთზე რასპადორიმ გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც სპალეტიმ მინდვრიდან 67-ე წუთზე გაიყვანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა კომენტარი.

რა თქვა სპალეტიმ?

„ამ საღამოს ფეხბურთელები კარგად გამოიყურებოდნენ. მათ 4-5 კარგი მომენტი ჰქონდათ. ასევე, ხვიჩა კვარაცხელიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი შექმნა და ბურთი ცენტრიდან მარჯვნივ სახიფათოდ წაიღო. 90-ე წუთამდე გვჯეროდა, რომ თამაში ჩვენს სასარგებლოდ დასრულდებოდა. ვფიქრობ, დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.

გოტიმ თავისი ფეხბურთელები მინდორზე იდეალურად განალაგა და დიდ წინააღმდეგობას გვიწევდნენ. განსაკუთრებით გამოსარჩევია მომენტი, როდესაც 1 თავდამსხმელით პირდაპირ დი ლორენცოს წინააღმდეგ ითამაშა. მარიო რუის პერსონალურად ერთი ფეხბურთელი მიუჩინა, რამაც კვარაცხელიას ცენტრში შეწევა გამოიწვია. ჩემმა მოთამაშეებმა დიდებული მატჩი ჩაატარეს, მიუხედავად „ლივერპულთან“ დამღლელი თამაშისა.“

სატურნირო ცხრილი

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ „ნაპოლი“ სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 14 ქულით პირველ პოზიციას იკავებს, თუმცა უახლოეს მდევარს „ატალანტას“ 13 ქულა აქვს და 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. მომდევნო შეხვედრას სპალეტის გუნდი 18 სექტემბერს, სტუმრად „მილანის“ წინააღმდეგ გამართავს.

ხვიჩას ყველა მომენტი "სპეციასთან"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას ჯილდო, დრიბლინგი და ცრუ მოძრაობები - ნაპოლიმ 89-ე წუთზე მოიგო
ხვიჩას ჯილდო, დრიბლინგი და ცრუ მოძრაობები - ნაპოლიმ 89-ე წუთზე მოიგო