„ამას არ ველოდით“
„ამას არ ველოდით“
ბრაზილია მეოთხედფინალშია
ბრაზილია მეოთხედფინალშია
გმირი ხორვატიიდან
გმირი ხორვატიიდან
ნეიმარი ბრუნდება
ნეიმარი ბრუნდება
რონალდუ საუდის არაბეთში მიდის
რონალდუ საუდის არაბეთში მიდის
ჟირუს და მბაპეს რეკორდები
ჟირუს და მბაპეს რეკორდები
იბრა ბრუნდება
იბრა ბრუნდება
დოლიძის გამარჯვება
დოლიძის გამარჯვება
3 თვეს გამოტოვებს
3 თვეს გამოტოვებს
მამუკელაშვილის კარგი მატჩი
მამუკელაშვილის კარგი მატჩი
არგენტინა მეოთხედფინალშია
არგენტინა მეოთხედფინალშია
ნიდერლანდები მეოთხედფინალშია
ნიდერლანდები მეოთხედფინალშია
ყველაფერი გაირკვა
ყველაფერი გაირკვა
ლუის სუარესი ფიფას აკრიტიკებს
ლუის სუარესი ფიფას აკრიტიკებს
რა მოხდა რეალურად
რა მოხდა რეალურად
გულის შეტევა დამემართებოდა
გულის შეტევა დამემართებოდა
5 წუთში წავაგეთ
5 წუთში წავაგეთ
ფლიკის კომენტარი
ფლიკის კომენტარი
იაპონიის სასწაული, გერმანიის ფიასკო
იაპონიის სასწაული, გერმანიის ფიასკო
ბოდიში მესის
ბოდიში მესის
პსჟ VS იუვენტუსი - მატჩის წინ
Aa Aa
5 სექტემბერი 2022  |  23:20

პსჟ VS იუვენტუსი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება. 6 სექტემბერს, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 2022/2023 წლების სეზონი დაიწყება და პირველივე ტურში გულშემატკივრები ცენტრალურ დაპირისპირებას იხილავენ. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით ყველა საინტერესო და მნიშვნელოვან სიახლეს ერთ სივრცეში გთავაზობთ.

პსჟ

პარიზულ გრანდში ცვლილებებია. პირველ რიგში, „პარი სენ ჟერმენს“ ახალი მწვრთნელი კრისტოფერ გალტიე ჰყავს, რომელმაც გუნდის სათამაშო სქემა შეცვალა და 3-4-3 სისტემაზე გადაიყვანა, რაც ჯერჯერობით საფრანგეთის ლიგა 1-ში ამართლებს.

პსჟ-მ 6 ჩატარებული შეხვედრიდან 5 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. უკანასკნელ ტურში კი გალტიეს შეგირდები „ნანტს“ ესტუმრნენ და 3:0 დაამარცხეს. გოლები მბაპემ(2) და მენდეშმა გაიტანეს. ამ მომენტისთვის, ფრანგული გრანდი ლიგა 1-ს 16 ქულით „მარსელთან“ ერთად ლიდერობს და „იუვენტუსთან“ მატჩს კარგი განწყობით ხვდება.

დანაკლისი:

კრისტოფერ გალტიეს ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში 3 ფეხბურთელი დააკლდება. გადაწყვეტილია, რომ კიმპემბე და იკარდი ვერ ითამაშებენ, ხოლო კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ახალწვეული ვიტინიას თამაშიც. სხვა მხრივ ყველაფერი რიგზეა.

რა თქვა გალტიემ მატჩის წინ?

„“იუვენტუსი“ ძლიერი გუნდია და მათი დამარცხება რთულია. ალეგრის გუნდს ახლა რთული პერიოდი აქვს, მაგრამ მათ შესანიშნავი დაცვის ხაზი ჰყავთ და ამით თავიანთი თავისთვის ბევრ სასარგებლო სიტუაციას ჰქმნიან. გარდა ამისა, ვლაჰოვიჩი წინა ხაზში უამრავ სასარგებლო რამეს აკეთებს და ის ნებისმიერი გუნდისთვის პრობლემაა.

დუშანს იშვიათი თვისებები აქვს და მან დაამტკიცა, რომ ახალი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. ეს კი დამიჯერეთ ადვილი არ არის. არ გავრისკავ, თუ ვიტყვი, რომ მომავალში ის მწვერვალებს დაიპყრობს.

„პარი სენ ჟერმენში“ მშვიდი სიტუაციაა. ყველა კონფლიქტი მოგვარდა და სრული ჰარმონია სუფევს. ჩემი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის იბრძოლებს და ხვალ ამისთვის პირველი ნაბიჯი უნდა გადავდგათ. პრიორიტეტი მხოლოდ გამარჯვებაა.“

„იუვენტუსი“

განსხვავებით „პარი სენ ჟერმენისგან“ „ბებერ ქალბატონს“ ბევრი პრობლემა აქვს. ალეგრის გუნდმა სერია ა ცუდად დაიწყო. იუვემ ჩატარებული 5 მატჩიდან 2 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა. ამ მომენტისთვის, „ბიანკონერი“ სატურნირო ცხრილში 9 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.

სერია ა-ს უკანასკნელ ტურში „იუვენტუსი“ „ფიორენტინას“ ესტუმრა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ტურინელთა მხრიდან თავი არკადიუშ მილიკმა გამოიჩინა.

დანაკლისი:

ამ მხრივ იუვეს მძიმე სიტუაცია აქვს. მასიმილიანო ალეგრის ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში პოლ პოგბა, ფედერიკო კიეზა, ანხელ დი მარია, კაიო ხორხე და დუდა პიტერსი არ ეყოლება. ცნობისთვის, პოგბამ ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა და მისთვის 2022 წელი დასრულებულია.

რა თქვა ალეგრიმ მატჩის წინ?

„ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი იწყება და ჩვენ, როგორც მინიმუმ 10 ქულა გვჭირდება. სხვა შემთხვევაში ჯგუფიდან ვერ გავალთ. გპირდებით, „იუვენტუსი“ ტექნიკური თვალსაზრისით დიდებულ ფეხბურთს ითამაშებს. ერთმანეთს ორი ძლიერი გუნდი ხვდება და საოცარ მატჩს ველოდები. დარწმუნებული ვარ, პარიზში ამ დონის თამაშით ვისიამოვნებთ.

ჩვენ ისეთ გუნდს ვუპირისპირდები, რომელიც ჩემი აზრით ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი კანდიდატია. ბონუჩი, პერინი, ვლაჰოვიჩი და რაბიო პირველივე წუთებიდან ითამაშებენ. სხვა ფეხბურთელებზე ჯერ არ მიფიქრია. ორგანიზებულად უნდა ვითამაშოთ, რადგან „პარი სენ ჟერმენი“ სივრცეებს იდეალურად იყენებს. პოგბამ დღეს მეორედ ივარჯიშა, მაგრამ გაჩერდა და ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა. პოლი ხელმისაწვდომი იანვარში იქნება.“

პსჟ VS იუვე

ეს გუნდები ისტორიაში ერთმანეთს 5-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც გამარჯვება ხუთივეჯერ „იუვენტუსს“ დარჩა. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ მატჩში პსჟ და იუვე ერთმანეთს ბოლოს 1997 წელს შეხვდნენ. ასევე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მათი დაპირისპირება გულშემატკივრებს არასდროს უნახავთ.

5-დან 2-ჯერ უეფა-ს თასზე შეხვდნენ, ხოლო ორჯერ უეფა-ს სუპერ თასზე, ერთი კი ამხანაგური მატჩი იყო.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენისა“ და ტურინის „იუვენტუსის“ დაპირისპირება 6 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
“დავიწყებული სეზონი“ - მარადონა სევილიაში
“დავიწყებული სეზონი“ - მარადონა სევილიაში