ევრობასკეტი, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, თურქეთის კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

თურქეთის მწვრთნელი: „თამაშის შედეგის გაუქმებას ვითხოვთ!“

ევრობასკეტ 2022-ის A ჯგუფში, საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების შეხვედრის მიმდინარეობისას, მე-4 მეოთხედის 4:48 წუთზე დუდა სანაძესა და ფურკან კორკმაზს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ინციდენტის გამო, მსაჯებმა ორივე კალათბურთელს დისკვალიფიკაცია მისცეს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, სანაძესა და კორკმაზს შორის დაპირისპირება გასახდელში ფიზიკურ სწორებაში გადაიზარდა.

თურქული მედიის მტკიცებით, ინციდენტში დუდა სანაძის გარდა გოგა ბითაძე და თორნიკე შენგელიაც მონაწილეობდნენ. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორკმაზს ფიზიკურად უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელიც გაუსწორდა.

ცოტა ხნის წინ, თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ერგინ ატამანმა განაცხადა, რომ მომხდარი ინციდენტის გამო მისი გუნდი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.

რა თქვა ატამანმა:

ფურკან კორკმაზი NBA-ში თამაშობს, მაგრამ გუშინდელი თამაშის შემდეგ ის გასახდელში საშინელ მდგომარეობაში დამხვდა. ამ დროისთვის ფიზიკურად თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ფსიქოლოგიურად არის განადგურებული. ზოგადად, გუნდმა საკმაოდ მძიმე წუთები გაიარა და ყველა დათრგუნულია. ამის გამო, დღევანდელი ვარჯიში სრულფასოვნად ვერ ჩავატარეთ.

სიმართლე გითხრათ, თბილისში თავს უსაფრთხოდ არ ვგრძნობთ, ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს ნაკრებს. ცოტა ხნის წინ ვესაუბრე მონტენეგროს წარმომადგენლებს და ესპანეთის მწვრთნელ სერხიო სკარიოლოს, ისინიც უკმაყოფილონი არიან სხვადასხვა საკითხით, მაგალითად, როგორიცაა სასტუმროში მოთამაშეთა სპეციალური კვება, ტექნიკური საკითხები და ა.შ. ევროპის ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და ასეთი ინცინდენტები არ უნდა ხდებოდეს.

რაც შეეხება 22 წამს, ფიბას 24 საათი აქვს საჩივარზე პასუხის გასაცემად. ვითხოვთ, რომ გაუქმდეს თამაშის შედეგი, ან გაგრძელდეს მატჩი იმ დროიდან, როცა მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 4.5 წუთი იქნება დარჩენილი.

ცნობისთვის, თურქული მხარე FIBA-სგან უსაფრთხოების კამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ევრობასკეტის დატოვებით იმუქრება. თურქები ასევე ამტკიცებენ, რომ მოედანზე ინციდენტის მიმდინარეობისას ტაბლოზე დრო 22 წამის განმავლობაში არ გაჩერებულა და წამმზომი ტყუილად იყო ჩართული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,მიყვიროდა, რომ გასახდელში მნახავდა“ - სანაძემ ინციდენტზე ისაუბრა
,,მიყვიროდა, რომ გასახდელში მნახავდა“ - სანაძემ ინციდენტზე ისაუბრა