ევრობასკეტი, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„მიზანი კვლავ იგივეა, მომდევნო ეტაპზე გასვლა“ - FIBA-ს სტატია საქართველოზე

დღეიდან საქართველოში ევრობასკეტ 2022 ოფიციალურად დაიწყება. ტურნირზე ჩვენი გუნდის მეტოქეები ესპანეთის, ბულგარეთის, თურქეთის, მონტენეგროსა და ბელგიის ნაკრებები იქნებიან.

გათამაშების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე FIBA-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა საქართველოს ნაკრებზე სტატია გამოაქვეყნა და ილიას ზუროსის გუნდის ძლიერ მხარეებზე ისაუბრა:

რა წერია სტატიაში:

თუ ჰკითხავთ გოგა ბითაძეს ან სანდრო მამუკელაშვილს პერიმეტრიდან თამაშის შესაძლებლობის შესახებ, ისინი თავიან ქართველ მწვრთნელებზე მიუთითებენ, რომლებიც ამ კალათბურთელებს არასდროს ზღუდავდნენ მხოლოდ სამწამიან ზონაში თამაშით.

„მახსოვს თურქეთში ტურნირს ვთამაშობდით, მე ყველაზე მაღალი კალათბურთელი ვიყავი, თუმცა ყველა შეტევის დროს ბურთი მე გადმომქონდა, რადგან ჩემი მწვრთნელი ჩვენს გამთამაშებელზე გაბრაზებული იყო“, - ამბობს მამუკელაშვილი.

ახლა, ეს უნარები ახლა საქართველოს ნაკრებს ძალიან გამოადგება, როდესაც თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო.

გამოსავალი იმაში მდგომარეობს, რომ შემადგენლობაში სამმა კალათბურთელმა, რომელთა სიმაღლე 2.11-ზე მეტია, ერთდროულად უნდა ითამაშოს - მამუკელაშვილმა მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე, ბითაძემ მძიმე ფორვარდის, შერმადინმა კი ცენტრის.

„ვეცდებით ვიპოვოთ სწორი გზა, რომ ჩვენმა სამმა მაღალმა მოთამაშემ კარგად იმოქმედოს. რა თქმა უნდა, იქნება პრობლემებიც, მაგრამ ამავდროულად გვექნება უპირატესობებიც“, - აცხადებს ზუროსი.

შენგელიას ტრავმის შემდეგ ნაკრების ზოგიერთ წევრს ცრემლებიც კი წამოუვიდა. ამან გარკვეული შესწორებები გამოიწვია როგორც ტაქტიკაში, ისე მენტალობაშიც, რადგან ეს ორი ასპექტი უმეტესწილად შენგელიაზე იყო აწყობილი.

„შენგელია ძალიან დიდ როლს თამაშობდა ჩვენს განწყობაში. 0-დან შეეძლო მაქსიმუმზე აყვანა“, - განმარტავს ზუროსი: „ახლა კი ჩვენი თამაშის შეცვლა მოგვიწევს. ვცდილობთ გავიგოთ, რა იქნება ჩვენთვის უკეთესი“.

მათ სამეულს ნამდვილად აქვს იმის უნარები, რომ ამ გეგმის განხორციელება შეძლონ. გოგა ბითაძე ალბათ ტურნირზე ყველაზე მაღალი მძიმე ფორვარდი იქნება - რომელიც მის მსუბუქ სროლას „მეგა ბასკეტის“ ყოფილი მწვრთნელის დავალებას მიაწერს.

„მწვრთნელს სჭირდებოდა, რომ თოკოს ტრავმამდე 4 თამაში მეთამაშა. ასე რომ, ამისთვის მზად ვიყავი. მე და გიო ადრე ერთადაც ვთამაშობდით, და მის მხარდამხარ თამაში ნამდვილად ადვილია. ის ძალიან გამოცდილია“, - აღნიშნა ბითაძემ.

რაც შეეხება შერმადინს, 33 წლის ვეტერანისთვის მხოლოდ პარკეტზე პროდუქტიული მოქმედება არ არის საკმარისი. მან შენგელია უნდა შეცვალოს, როგორც კაპიტანმა და კიდევ ერთი დიდი ქართველის, ზაზა ფაჩულიას ტრადიცია გააგრძელოს.

„თავს კარგად ვგრძნობთ, როცა ასე ვთამაშობთ. ჩვენი მეტოქისთვის ჩვენს წინააღმდეგ სამწამიანში თამაში მარტივი არ არის“, - აცხადებს შერმადინი.

ზუროსმა უკვე დაგვანახა, რომ სამ მაღალთან ერთად, მას ორი გამთამაშებელიც სჭირდება. იტალიასთან დრამატულ შეხვედრაში მაკფადენმა და ცინცაძემ დაიწყეს სასტარტო შემადგენლობაში.

მასპინძელი საქართველოსთვის, რომელიც პირველ შეხვედრას ბელგიის წინააღმდეგ ატარებს, მიზანი კვლავ იგივე რჩება, გავიდეს მომდევნო ეტაპზე. მათ ასევე ქართული ბედისწერის იმედი აქვთ და ისეთი გუნდური სულისკვეთების გუნდი, როგორიც საქართველოა, მიზნის მისაღწევად ყველაფერს გაიღებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე პირველ შეხვედრას დღეს გამართავს. ქართველი კალათბურთელების მეტოქე ბელგიის ეროვნული გუნდი იქნება. მატჩი „თბილისი არენაზე“ 21:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები