ჩელსი
Aa
Aa

“აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი“ - ფოფანა ჩელსის ფეხბურთელია

მას შემდეგ, რაც ლონდონის „ჩელსი“ ტოდ ბოელმა შეიძინა ასტრონომიულ თანხებს ხარჯავს და არაერთ ტრანსფერს აკეთებს. ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერებოდა, რომ „არისტოკრატებს“ „ლესტერიდან“ უესელი ფოფანა შეუერთდებოდა.

დღეს კი, ოფიციალურად დადასტურდა, რომ 21 წლის ცენტრალური მცველი „ჩელსის“ ფეხბურთელია. ტოდ ბოელმა მის სანაცვლოდ „მელიებს“ 82 მილიონი ევრო გადაუხადა. „არისტოკრატების“ ოფიციალური საიტის მიხედვით, ფოფანამ „ლურჯებთან“ 7-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ფოფანა:

„ბოლო ორი დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ახლა ბედნიერი ვარ. დღეს დილით გუნდთან ერთად ვივარჯიშე.. ეს კი ჩემთვის ახდენილი ოცნებაა. მიხარია, რომ ისეთი დიდებული კლუბის წევრი ვარ, როგორიც „ჩელსია.“

აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი. ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა, FA Cup, კარაბაოს თასი - მე ყველა ამ ტიტულის მოგება მსურს.“

ფოფანა „ლესტერში“

ახალგაზრდა ფეხბურთელი „მელიებში“ 2020 წელს გადავიდა. 2020 წლიდან დღემდე, ფოფანამ „ლესტერის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 52-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსია ბოლო საათებში წინადადებას ელოდება - მამარდაშვილმა შესაძლოა მესტალია დატოვოს
ვალენსია ბოლო საათებში წინადადებას ელოდება - მამარდაშვილმა შესაძლოა მესტალია დატოვოს