ბარსელონა
Aa
Aa

ყბა მოტეხეს - ობამეიანგის სახლში მძარცველები შეიჭრნენ

პიერ ემერიკ ობამეიანგი 1 თვეზე მეტს გამოტოვებს. გაბონელ თავდამსხმელს ძალიან ცუდი ინციდენტი შეემთხვა. ესპანური ავტორიტეტული გამოცემების მიხედვით, ბარსას ფეხბურთელს გუშინ გვიან ღამით მძარცველები სახლში შეუვარდნენ და დააყაჩაღეს.

დაყაჩაღება მხოლოდ ნივთების და ფულის წაღებით არ შემოიფარგლა. ობამეიანგმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რა დროსაც მას სახეში იმდენად ძლიერად დაარტყეს, რომ ყბა მოტყდა.

ინციდენტისგან მიყენებული ზიანი მხოლოდ 1 თვის გამოტოვებით შესაძლოა არ შემოიფარგლოს. ობამეიანგს აქტიურად ეპატიჟებოდა ლონდონის „ჩელსი“ და დიდი ალბათობით მიღებული დაზიანების გამო ტრანსფერი ჩაიშლება. სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე კი რამდენიმე საათია დარჩენილი.

ობამეიანგი „ბარსელონაში“ 

გაბონელი შემტევი კატალონიურ გრანდს მიმდინარე წლის იანვარში „არსენალიდან“ შეუერთდა და კლუბს ბრწყინვალედ მოერგო. დღემდე ობამეიანგმა „ბარსელონას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 24-ჯერ მოირგო, 13 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი სიტის რადარზე - ქალაქელებს მისი გაფორმება სურთ
მამარდაშვილი სიტის რადარზე - ქალაქელებს მისი გაფორმება სურთ