პსჟ, ფაბიან რუისი
Aa
Aa

ოფიციალურად: ფაბიან რუისი პსჟ-ის ფეხბურთელია

26 წლის ესპანელი ნახევარმცველი, ფაბიან რუისი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს. ინფორმაცია პარიზულმა კლუბმა ოფიციალურად ცოტა ხნის წინ დაადასტურა.

როგორც პსჟ-ის Twitter-გვერდი გვამცნობს, მხარეებმა ერთმანეთთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს. შესაბამისად, რუისი საფრანგეთში მინიმუმ 2027 წლის ივნისამდე დარჩება.

ფაბიან რუისი ნაპოლის ღირსებას 2018 წლიდან იცავდა და 166 მატჩში 22 გოლი გაიტანა. ნეაპოლამდე 26 წლის ფეხბურთელი სამშობლოში, „ბეტისისა“ და „ელჩეს“ წევრი იყო.

ფაბიან რუისს ესპანეთის ნაკრებში 15 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლის გატანა მოასწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები