ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

სპალეტი კვარაცხელიაზე: მხრებზე საქართველოს მესიჯი აქვს, ცოტა უნდა მოდუნდეს

იტალიის სერია A-ს მესამე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ფიორენტინას“ დაუპირისპირდა და ფრედ, 0:0 ითამაშა.

ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 1 საათი გაატარა. ლუჩიანო სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელი 61-ე წუთზე შეცვალა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე იტალიელმა სპეციალისტმა ხვიჩას შესახებ ისაუბრა:

რა თქვა სპალეტიმ კვარაზე:

ხვიჩამ თავის შესაძლებლობებთან შედარებით სუსტად ითამაშა. ბურთს კარგად ინარჩუნებდა და ორთაბრძოლებშიც იბრძოდა, მაგრამ სიმწვავე აკლდა. მაგრამ მან მაინც შექმნა შანსი, რომელიც ლოზანომ ვერ გამოიყენა.

ვფიქრობ, მან კარგად გამოიყენა შანსი და როგორც ფეხბურთლებს, ისე სამწვრთნელო შტაბის წევრებს და გულშემატკივრებს თავი კარგად გააცნო. ის ახალგაზრდაა და ბუნებრივია, გაბრწყინება სურს, მაგრამ ამავდროულად მხრებზე აქვს საქართველოს მესიჯი. ამის გამო ის ცოტათი დაძაბულია, რადგან უნდა, რომ ერთბაშად აჩვენოს თავისი შესაძლებლობები და საკუთარი თავის ღირებულება. მან სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს და შესაფერის მომენტს დაელოდოს.

ხვიჩას ყველა ეპიზოდი ფიორენტინასთან:

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ში ხვიჩა კვარაცხელიას 3 ტურში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს.

„ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 31 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „ლეჩეს“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები