მანჩესტერი
Aa
Aa

რუნი: “მე რომ ტენ ჰაგი ვიყო, რონალდუს ლივერპულთან არ ვათამაშებდი“

„მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერ ლიგის ორი ტურის შემდეგ ნული ქულით არის და მომავალ ტურში „ლივერპულს“ უმასპინძლებს. „წითელი ეშმაკების“ ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა უეინ რუნიმ ერიკ ტენ ჰაგს კრიშტიანუ რონალდუს სათადარიგოთა სკამზე დატოვება ურჩია.

„დისი იუნაიტედის“ ამჟამინდელი მწვრთნელი თვლის, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი ამ მომენტისთვის უსარგებლოა და სწორედ ამიტომ „მანჩესტერი“  0:4-ის წაგების შემდეგ, ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად იმყოფება ბოლო ადგილზე.

რა თქვა რუნიმ?

„ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, არც რონალდუს და არც რაშფორდს არ ვათამაშებდი. მე რომ ტენ ჰაგი ვიყო, აქცენტს ფიზიკურ გამძლეობაზე და ენერგიის დაგროვებაზე გავაკეთებდი. რეალურად კი „მანჩესტერს“ სხვა არჩევანი არ აქვს. ისინი მაინც კრიშტიანუს დაეყრდნობიან. მიუხედავად იმისა, რომ ის გუნდთან ერთად ბევრს არ ვარჯიშობს.

ისე ჩანს თითქოს, პორტუგალიელს ფორმაში შესასვლელად დრო სჭირდება. ერიკს კი საკმარისი გამბედაობა უნდა ეყოს და ის სათადარიგოთა სკამზე დატოვოს. რაც შეეხება რაშფორდს, მან ჯერ ის უნდა გაარკვიოს რა უნდა და შემდეგ იზრუნოს ფორმის აღდგენაზე.

კაზემიროს ტრანსფერი გუნდს უნდა დაეხმაროს. ის კრისტიან ერიქსენს ჰგავს, მაგრამ მათ ნელ-ნელა ასაკი დაეტყობათ და საინტერესოა შეძლებენ, თუ არა „მანჩესტერის“ დახმარებას მომავალში. ვფიქრობ, კლუბს არჩევანი ფრენკი დე იონგზე უნდა გაეკეთებინა. ვფიქრობ, ნიდერლანდელი რომ გადმოსულიყო კაზემიროზე არავინ აღარ იფიქრებდა.“

შეგახსენებთ, რომ უეინ რუნი „წითელ ეშმაკებში“ 2004 წლიდან 2017 წლის ჩათვლით თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში ყოფილმა თავდამსხმელმა „იუნაიტედის“ ფორმა ყველა ტურნირზე ერთად 559-ჯერ მოირგო, 253 გოლი გაიტანა და 146 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
10 დღეა ვარჯიშობს, ეს მცირე დროა - ტენ ჰაგმა რონალდუზე ისაუბრა
10 დღეა ვარჯიშობს, ეს მცირე დროა - ტენ ჰაგმა რონალდუზე ისაუბრა