ლივერპული, მანჩესტერ იუნაიტედი, კრისტიან ერიქსენი
Aa
Aa

“სამომავლოდ ბევრ რამეს გადაწყვეტს“ - ერიქსენი ლივერპულთან მატჩზე

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში მეტად საინტერესო დაპირისპირებაა. „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს. შეხვედრის წინ, „წითელი ეშმაკების“ ახალწვეულმა კრისტიან ერიქსენმა კომენტარი გააკეთა.

ერიქსენი:

„თუ ასეთ დიდ თამაშში გაიმარჯვებ, თავდაჯერებულობას დაიბრუნებ და ეს სამომავლოდ ბევრ რამეს გადაწყვეტს. პირველ რიგში, იმაზე უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე ეს „ბრაიტონთან“ გავაკეთეთ. შეხვედრა კარგად უნდა დავიწყოთ, ინიციატივა ხელში ავიღოთ და გულშემატკივრები გავახაროთ.

შესანიშნავი მომენტია, რომ პირველი ორი მატჩის შედეგი ქომაგებს დავავიწყოთ. ვფიქრობ, თამაშის მიმდინარეობისას განწყობა გაცილებით აგვიმაღლდება, ვიდრე ახლა გვაქვს. გუნდში კარგი სიტუაციაა. სიცრუეა, რომ ჩვენ პრობლემები გვაქვს. ყველაფერს „ლივერპულთან“ მატჩში დაინახავთ.“

შეგახსენებთ, რომ ორივე გუნდმა სეზონი ცუდად დაიწყო. „წითელმა ეშმაკებმა“ ჯერ „ბრაიტონთან“, ხოლო შემდეგ „ბრენტფორდთან“ წააგეს. რაც შეეხება „ლივერპულს“, მერსისაიდელებმა ორივე მატჩი ფრედ დაასრულეს. ჯერ სტუმრად „ფულემთან“ 2:2, ხოლო მეორე ტურში საკუთარ კედლებში „საუთჰემპტონთან“ 0:0.

ცნობისთვის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ და „ლივერპულის“ დაპირისპირება 22 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი - რომელია დამნაშავე? მბაპე თუ ნეიმარი?
ანალიზი - რომელია დამნაშავე? მბაპე თუ ნეიმარი?