ლანჩხუთი
Aa
Aa

5-0 | 9-კაციანი ლანჩხუთი ვორსკლას წინააღმდეგ დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლანჩხუთი ვორსკლას წინააღმდეგ ანგარიშით - 5-0 დამარცხდა და პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობის შანსი დაკარგა.

მეტოქემ გურულების კარი პირველ (1-0), მეშვიდე (2-0), მეორმოცე (3-0) და სამოცდამეთვრამეტე (4-0) წუთზე აიღო, შეხვედრის საბოლოო ანგარიშს კი წერტილი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, 90+2 წუთზე დაესვა. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმის საწყის წუთებში ლანჩხუთი 9 კაცით დარჩა და დარჩენილი წუთები კაცნაკლულმა ჩაატარა - მოედანი ჯერ ბაქრაძემ, შემდეგ კი სულაშვილმა დატოვა, იქამდე კი 37-ე წუთზე ტრავმა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნარსიამ მიიღო.

შეგახსენებთ, გიორგი ჩხაიძის გაწვრთნილმა ლანჩხუთმა 2020-21 წლების ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახური ოკჟეტპესი ხატია ჭყონიას დუბლით დაამარცხა (1-2), მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინულ კლუჟის ხატია ჭყონიას ერთადერთი გოლით სძლია და საუკეთესო 32 გუნდს შორის მოხვდა, რაც ისტორიული წარმატება იყო. აღნიშნული სეზონის 1/32-ფინალში ლანჩხუთი როზენგარდს დაუპირისპირდა და  ორი მატჩის ჯამში - 0-17 დამარცხდა.

ფოტო: საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები