ბეტისი, გიორგი კიკვაძე
Aa
Aa

გიორგი კიკვაძე - ქართველი ფეხბურთელი ბეტისის აკადემიაში ივარჯიშებს

ესპანეთის ქალაქ სევილიაში საფეხბურთო კლუბ „ბეტისის“ ხელმძღვანელობამ Showcase ღონისძიება ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიიღო.

ღონისძიების მთავარი მიზანი ორი საუკეთესო მოთამაშის შერჩევა იყო, რომლებიც „ბეტისის“ აკადემიაში გააგრძელებდნენ კარიერას.

ფეხბურთელებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისთვის 1 კვირა ჰქონდათ. მათ სხვადასხვა გუნდების მთავარი მწვრთნელები აკვირდებოდნენ. სევილიური კლუბის მხრიდან კი სპორტული მენეჯერი ხუან პატარა და აკადემიის ერთ-ერთი მწვრთნელი ხავიერ ლოპესი ესწრებოდნენ.

„ბეტისის“ ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ აკადემიამ ორი ფეხბურთელი შეარჩია. ამერიკელი ტრისტან ფლორესი და ქართველი გიორგი კიკვაძე. ორივე მოთამაშემ სევილიაში 1 კვირა გაატარა და საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინა. კლუბი მზად არის, რომ ისინი საკუთარ აკადემიაში ავარჯიშოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რა მაგარი შენაძენია“ - HITC-ის სტატია ხვიჩაზე
„რა მაგარი შენაძენია“ - HITC-ის სტატია ხვიჩაზე