ოფიციალურად - ვიეირა სენეგალის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
სენეგალის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელი პატრიკ ვიეირა დაინიშნა. ინფორმაციას სენეგალის ფეხბურთის ფედერაცია ადასტურებს.
აღსანიშნავია, რომ ვიეირა, რომელმაც საფეხბურთო სანაკრებო კარიერა საფრანგეთის ნაკრებს მიუძღვნა, სენეგალის დედაქალაქში, დაკარში არის დაბადებული.
შეგახსენებთ, რომ პატრიკმა საფეხბურთო კარიერა 2011 წელს მანჩესტერ სიტიში დაასრულა.
სამწვრთნელო კარიერა 2016 წელს ნიუ-იორკ სიტიში დაიწყო და მას შემდეგ, სხვადასხვა წლებში ნიცას, კრისტალ პალასს, სტრასბურგს და ჯენოას წვრთნიდა.
Monsieur Patrick Vieira est le nouvel entraîneur de l’équipe nationale A du Sénégal. La date de la présentation officielle et les prochaines étapes de son installation feront l’objet d’une communication ultérieure.
— Equipe du Sénégal (@GaindeYi) August 18, 2026
Bienvenue au Sénégal, Coach ✅ pic.twitter.com/eJca5zNXkn