საქართველოს 7-კაცა ნაკრები
Aa
Aa

7-კაცა რაგბი: საქართველო მსოფლიო სერიის შესარჩევის ფინალში დამარცხდა

მსოფლიო სერიის შესარჩევი ტურნირის ფინალში საქართველოს 7-კაცა ნაკრები ურუგვაისთან 5-19 დამარცხდა. მსოფლიო სერიაზე ურუგვაელი მორაგბეები იასპარეზებენ, საქართველოს ნაკრებმა ეს უფლება ვერ მოიპოვა.

მსოფლიო სერიის შესარჩევი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გია ლაბაძისა და ბესიკ ხამაშურიძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები ქართველო მასპინძელ ჩილესთან 14:19 დამარცხდა, თუმცა სამხრეთ კორეასა (41:5) და პაპუა ახალ გვინეას (31:19) სძლია და ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა.

1/4-ფინალში საქართველოს ნაკრებმა ჰონგ კონგი 19:14 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მხრიდან ლელოები ნიკა რეხვიაშვილმა და თემურ კოხოძემ დადეს. გიორგი ბაბუნაშვილმა ორი ლელო გარდასახა 1/2-ფინალში საქართველოს ნაკრებმა მასპინძელ ჩილეს 31:14 სძლია.

მსოფლიო სერიის შესარჩევი ტურნირი ჩილეში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიამ სეზონი გამარჯვებით დაიწყო - მამარდაშვილის მშრალი მატჩი
ვალენსიამ სეზონი გამარჯვებით დაიწყო - მამარდაშვილის მშრალი მატჩი