,,ეს პრემიერ ლიგაა და ეს თამაშის ნაწილი იყო`` - ტუხელმა ინციდენტზე ისაუბრა
ინგლისის პრემიერ ლიგის მეორე ტურში ''ჩელსისა'' და ''ტოტენჰემის'' შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. მატჩის მიმდინარეობისას გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა, ტომას ტუხელმა და ანტონიო კონტემ იკამათეს, მატჩის შემდეგ კი ხელის ჩამორთმევისას მათ შორის ინციდენტი მოხდა, მათ გაშველებაში ორივე გუნდის ფეხბურთელები და თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
TUCHEL VS CONTE: ROUND TWO!!! ???????? pic.twitter.com/XhWuOU4fwD
— Sky Sports Premier League (@SkySportsPL) August 14, 2022
მატჩის შემდეგ ''ტოტენჰემის'' მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ამ თემაზე მოკლე კომენტარი გააკეთა:
''არბიტრმა წითელი ბარათები გვიჩვენა, თუმცა მომენტის დინამიურობა ვერ გაიაზრა. ყველაფერი რიგზეა და თუ პრობლემა არსებობს, ეს მხოლოდ მე და ტუხელს შორისაა, სხვას არ ეხება. სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე საუბარი არ მინდა. არსებობს კადრები და ეს ყველამ ნახა. პასიური არ ვყოფილვარ, აგრესიას აგრესიით ვპასუხობ''.
მატჩის შემდეგ ტომას ტუხელმა Sky Sports-თან ინტერვიუში განაცხადა:
''ვფიქრობდი, რომ ხელის ჩამორთმევისას ერთმანეთს შევხედავდით. მან განსხვავებულად იფიქრა. ჩვენ მივიღეთ წითელი ბარათები, ეს არ იყო აუცილებელი, მაგრამ ბევრი რამ არ იყო აუცილებელი, არბიტრმა თამაშის მიმდინარეობისას ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. მათ მიერ გატანილი არც ერთი გოლი არ იყო ჩასათვლელი. მსაჯი ბევრ ეპიზოდში შეცდა, გამარჯვებას ჩვენ ვიმსახურებდით. პირველი გოლისას კაი ჰავერცზე ჯარიმა იყო, მეორე გოლისას კი რიშარლისონი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მათ მატჩის მიწურულს ანგარიში გაათანაბრეს და ის (კონტე) აღელვებული იყო, მე კი ოდნავ გავბრაზდი. მეორე გოლი ისე არ უნდა აღმენიშნა, როგორც აღვნიშნე, მაგრამ მეტოქეც პირველი გოლისას ზუსტად ასე მოიქცა.
ამას შევადარებდი ბრძოლას ორ ფეხბურთელს შორის, როცა ორივეს აქვს არგუმენტი. ეს პრემიერ ლიგაა, მწვრთნელები მათი გუნდებისთვის იბრძვიან. დღეს, ეს თამაშის ნაწილი იყო''.