კილიან მბაპე, ბრაიმ დიასი
Aa
Aa

„დიასის წინ ეს არ უნდა გაეკეთებინა“ | მბაპე პანენკას გამო გააკრიტიკეს

ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურში „რეალმა“ „ვილიარეალი“ 2:0 დაამარცხა. „სამეფო კლუბმა“ კილიან მბაპეს დუბლით გაიმარჯვა, ხოლო მისი მეორე გოლი, რომელიც მან პენალტით შეაგდო, კრიტიკის ობიექტად იქცა. მბაპემ პანენკა დაარტყა და RMC Sports-ის კომენტატორმა, ვალიდ აშერშურმა, ამის გამო გააკრიტიკა. მისი აზრით, ეს ბრაიმ დიასის მიმართ უპატივცემულობა იყო.

„ჩემი აზრით, ეს საცოდავი ქმედება იყო. ეს იგივეა, ფერარის საყიდელი ფული არ გქონდეს, მეორე დღეს კი შენი მეგობარი წავიდეს, ფერარი იყიდოს, დაბრუნდეს და გითხრას: „ხედავ, როგორ უნდა ფერარის ყიდვა?!“

მეორე მაგალითსაც მოვიყვან. მეგობარი გოგონა რომ ვერ შევინარჩუნო და მეორე დღეს ჩემმა მეგობარმა მასთან ურთიერთობა გააბას — ასეთი მეგობრები არ უნდა გყავდეს! გასულ კვირას ბრაიმ დიასმა რაღაც სიგიჟე გააკეთა და აფრიკის თასის ფინალში პანენკა დაარტყა. მბაპემ 95-ე წუთზე იგივე გააკეთა „ვილიარეალთან“, პაპა გეის გუნდთან, და შემდეგ მას უთხრა: „ეს პენალტი შენთვისაა, ეს პენალტი შენთვისაა.“ ეს გააკეთა მაშინ, როცა ბრაიმი ერთი კვირაა განადგურებულია.

მბაპეს უნდა, ყველა ფილმის მთავარი პერსონაჟი იყოს. კილიან, ეს შენი ისტორია არაა. აცადე ხალხს, თავიანთ ტკივილს გაუმკლავდნენ. მას მართლა ჰგონია, რომ ბრაიმი სახლში წავა და მისი ჟესტის გამო ყველაფერი დაავიწყდება? ეს სისულელეა“

ცნობისთვის, დიასმა პენალტი სენეგალის წინააღმდეგ დაარტყა და მისი პანენკა ედუარდ მენდიმ აიღო. საბოლოოდ, მაროკო დამატებით დროში დამარცხდა და აფრიკის თასის მოპოვების შანსი ხელიდან გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია მახაჩევთან საბრძოლველად წავა“ - ცარუკიანის გეიჯისთან შეხვედრის იმედი
„ილია მახაჩევთან საბრძოლველად წავა“ - ცარუკიანის გეიჯისთან შეხვედრის იმედი