შოთა არველაძე, ჰალ სიტი
Aa
Aa

ჰალის გამარჯვება - არველაძის გუნდი ჩემპიონშიფში დაუმარცხებელია

ჩემპიონშიფის მესამე ტურში შოთა არველაძის ''ჰალ სიტიმ'' შინ დინ სმიტის გაწვრთნილი ''ნორვიჩი'' 2:1 დაამარცხა.

''ვეფხვების'' რიგებში კოლუმბიელმა ოსკარ ესტუპინიანმა დუბლი შეასრულა, 43-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 62-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაზარდა. ერთადერთი საპასუხო გოლი ჩილელმა მარსელინო ნუნიესმა შეაგდო.

სამი ტურის შემდეგ შოთა არველაძის გუნდი დაუმარცხებელია, საწყის სამ ტურში 7 ქულა მოიპოვა, საკუთარ მოედანზე ''ბრისტოლსა'' და ''ნორვიჩს'' ერთნაირი ანგარიშით სძლია (2:1), ''პრესტონთან'' გასვლით მატჩში ქულა მოიპოვა (0:0).

ამ ეტაპზე ''ჰალი'' და ''უოტფორდი'' ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილს 7-7 ქულით ლიდერობენ.

მეოთხე ტურში ''ვეფხვები'' ვინსენტ კომპანის გაწვრთნილ ''ბარნლის'' ესტუმრებიან, შოთა არველაძისა და ბელგიელის სამწვრთნელო დაპირისპირება 16 აგვისტოს გაიმართება, რაც ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად გადატვირთული გრაფიკია ინგლისის რანგით მეორე ლიგაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ეს იმაზე მეტია, ვიდრე ვიმედოვნებდი`` - ზივზივაძემ გოლების სერიაზე ისაუბრა
,,ეს იმაზე მეტია, ვიდრე ვიმედოვნებდი`` - ზივზივაძემ გოლების სერიაზე ისაუბრა