8 ივლისის სატრანსფერო ზონა
Aa
Aa

8 ივლისის სატრანსფერო ზონა

„მილანის“ კოლუმბიელი ფორვარდი კარლოს ბაკა, კარიერას „მარსელში“ გააგრძელებს.

30 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის ღირებულება 20 მილიონი ევრო იქნება, რაც დამატებით ბონუსებსაც ითვალისწინებს.

ბაკას ყოველწლიური ანაზღაურება 4 მილიონი ევრო იქნება.

 

***

 

უკვე ოფიციალურად, რომელუ ლუკაკუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ითამაშებს.

ბელგიელ ფორვარდში „წითელმა ეშმაკებმა“ 90 მილიონი და პლუს უეინ რუნი გადაიხადეს, რომელიც 10 მილიონად არის შეფასებული.

 

***

 

დონეცკის „შახტარის“ გენერალური დირექტორის სერგეი პალკინის თქმით, გიორგი არაბიძის ტრანსფერთან დაკავშირებით ისინი, მოლაპარაკებებს მოსკოვის „ლოკომოტივთან" აწარმოებენ.

„დიახ, არაბიძის თაობაზე მოლაპარაკებები „ლოკომოტივთან“ გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცით რითი დასრულდება ეს ყველაფერი.“ - განუცხადა პალკინმა დონეცკელთა ოფიციალურ საიტს.

 

***

 

გარეთ ბეილის მსურველთა რიცხვს ფრანგული „პსჟ“-ც შეემეტა.

უელსელის დამატების მთავარი ფავორიტი „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყო.

ბეილის სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონს აჭარბებს.

 

***

 

ალვარო მორატასთან თითქმის ყველაფერი შეთანხმებულია. „წითელმა ეშმაკებმა“ უკვე, „რეალის“ მომდევნო ფეხბურთელს დაუმიზნეს.

ხამეს როდრიგესთან მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შედის.  The Independent-ის ცნობით „იუნაიტედი“ მზადაა, ხამესის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს შეელიოს.

კოლუმბიელის მსურველთა სიაში „ჩელსი“ და „პსჟ“-ც არიან.

 

***

 

დანი სებალიოსი რეალს“ უახლოვდება. ამის შესახებ მადრიდული AS-ი წერს.

როგორც ჩანს, ფეხბურთელმა საბოლოოდ გააკეთა არჩევანი „ბარსასა“ და „რეალს“ შორის.

ტრანსფერის გაოფიციალურებას უახლოეს დღეებში ელოდებიან.

20 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 15 მილიონი ევროა.

 

***

 

ალექსის სანჩესმა ლონდონის „არსენალს“ მიანიშნა, რომ ის ამ ზაფხულში გუნდს დატოვებს.

ჩილელი ფეხბურთელი დიდი ალბათობით „მანჩესტერ სიტის“ შეუერთდება.

ალექსისის სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონი ფუნტია.

 

***

 

Sport-ის ცნობით „ბარსელონამ“, ლონდონის „არსენალს“ ჰექტორ ბელერინის სანაცვლოდ 26 მილიონი ევრო შესთავაზა.

ფეხბურთელს მშობლიურ გუნდში დაბრუნების სურვილი აქვს, თუმცა მისი გაშვების წინააღმდეგი, თავად არსენ ვენგერია.

უახლოეს დღეებში ყველაფერს ნათელი მოეფინება და გაირკვევა, თუ სად გააგრძელებს კარიერას ესპანელი განაპირა მცველი.

 

*** 

 

ლონდონის „ჩელსი“ დიეგო კოშტას შემცვლელს ეძებს.

რომელუ ლუკაკუს ვარიანტის დაკარგვის შემდეგ „არისტოკრატები“, „ტორინოს“ იტალიელ ფორვარდ ანდრეა ბელოტიზე გადაერთვნენ.

 

ანტონიო კონტეს ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ბელოტი თავის გუნდში იხილოს. წესით, ტრანსფერი უნდა შედგეს. ლონდონელები მზად არიან, რომ დასახელებული ნებისმიერი თანხა გადაიხადონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები