სამი მედალი პოლონეთიდან - გიგა ოდიკაძის წარმატებული ასპარეზობა
Aa
Aa

სამი მედალი პოლონეთიდან - გიგა ოდიკაძის წარმატებული ასპარეზობა

პოლონეთში მიმდინარე ძალოსანთა (U17) ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა მიაღწია. დღეს, ფიცარნაგზე გიგა ოდიკაძე გავიდა და საქართველოს ნაკრების ყულაბას 3 მედალი შესძინა.

ოდიკაძემ ატაცში 97 და 101 კილოგრამი დასძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა. გიგამ აკვრაში 116 და 120 კილოგრამს გაართვა თავი და კვარცხლბეკის მე-3 საფეხური დაისაკუთრა. ორჭიდის ჯამში კი 221 კილოგრამი დააგროვა და ბრინჯაო მოიპოვა. ამასთან, ოდიკაძემ საქართველოს სარეკორდო ზღვარი ატაცსა და ორჭიდში თითო-თითო კილოგრამით გაზარდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ძალოსნები კონტინენტის პირველობაზე დღეს ჩაერთვნენ და პირველივე დღეს 6 მედლის მოპოვება შეძლეს. ქართულ გუნდს პირველი მედლები მარიამ მაისურაძემ მოუტანა. ძალოსანმა  1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. დიმიტრი აბრალავამ კი ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ძალოსნის ანგარიშზე 1 ბრინჯაოსა და 2 ოქროს მედალია.

ცნობისთვის, პოლონეთში საქართველოს 15-წლამდე ძალოსანთა ნაკრებიც იმყოფება და ჩვენი სპორტსმენების განრიგია ასეთია:

12 აგვისტო 13:30 სთ. ლერი ნეფარიძე (61 კგ.)

12 აგვისტო 17:30 სთ. რევაზ მილდიანი (67 კგ.)

14 აგვისტო 19:00 სთ. ლევან ოჩიგავა (73 კგ.)

15 აგვისტო 17:00 სთ. ნიკა ესართია (81 კგ.)

15 აგვისტო 19:00 სთ.  გიორგი აბულაძე (96 კგ.)

15 აგვისტო 19:00 სთ. გივი დარსაველიძე (102 კგ.)

16 აგვისტო 14:30 სთ. გერვასი თაბაგარი (96 კგ.)

16 აგვისტო 14:30 სთ.  საბა ადამია (96 კგ.)

16 აგვისტო 17:00 სთ. ირაკლი ვეკუა (+102 კგ.)

16 აგვისტო 20:30 სთ. მარიამ მურღვლიანი 76 კგ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კობი ბრაიანტის ავიაკატასტროფის ამსახველი ფოტოები „გასართობად“ გადაიღეს - დეტალები სასამართლო პროცესიდან
კობი ბრაიანტის ავიაკატასტროფის ამსახველი ფოტოები „გასართობად“ გადაიღეს - დეტალები სასამართლო პროცესიდან